ფოთის საზღვაო ნავსადგურში სტაჟირების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა
ფოთის საზღვაო ნავსადგურში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა.პროგრამაში 14-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, მათ 5 თვის მანძილზე საშუალება ქონდათ ნავსადგურისთვის საჭირო ძირითად ცოდნას და სხვა საკითხებსაც გაცნობოდნენ.ასევე პარალელურად,არჩეული პროფილის მიხედვით პრაქტიკა გაიარეს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის მონაწილეებიდან 7 უკვე ფოთის პორტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობს, ორს კი სტაჟირება გაუგრძელდა.

