თამარ ფაჩულიამ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე თემა წარადგინა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,მასწავლებეთა მე-6 საუნივერსიტეტო კონფერენცია გაიმართა.რომელშიც თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე ეროვნული სასწავლო გეგმის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხები განიხილეს.საქართველოს სხვადასხვა კუთხის სკოლების ხელმძღვანელებმა, განათლების სამნისტროს წარმომადგენლებს, სასწავლო პროცესში ყველა საგანში წარმოქმნილი პრობლემები გააცნეს.თამარ ფაჩულიამ ქართული ლიტერატურის სწავლებისას წარმოქმნილ პრობლემებზე მომზადებული თემა წარადგინა.
იხილე მეტი