ფოთის პორტში უკრაინიდან დეპორტირებულები შემოიყვანეს
გუშინ ღამის საათებში ფოთის პორტში ბორანი, სახელწოდებით “ვილნიუსი” შემოვიდა, სადაც უკრაინიდან დეპორტირებული რამდენიმე ქართველი იმყოფებოდა.მათ შორის იყო “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი.უკრაინიდან დეპორტირებული ქართველებს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე, ოჯახის წევრები და ახლობლები ელოდებოდნენ.

