სიახლე 

უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები შექმნა

ფოთში გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით პრობლემები კერძო სახლებში მცხოვრებლებს შეექმნათ. მათი განცხადებით, ქალაქში მოქმედი სატუმბი სადგურები გამართულად არ მუშაობს და სანიაღვრე არეხებიც მოუწესრიგებელია, რის გამოც აღნიშნული პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს არსებობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ეროვნულ პარკში ტრენინგ-სემინარი გაიმართა

კოლხეთის ეროვნულ პარკში, არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლებს,ეკოლოგიური უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგ-სემინარი ჩაუტარდათ.პროექტი „გადავარჩინოთ ზღვის შროშანი,ყვითელი ყაყაჩურა,ჰართვისის მუხა“_

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს ფოთის საჯარო და კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. მოსწავლეებს საკლასო ოთახები განახლებული ინტერიერით დახვდათ. პირველი ზარის დარეკვამდე სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს წარმატებული უსურვეს,ასევე წლის საუკეთესო პედაგოგებს და მოსწავლეებს სიგელები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 15 სექტემბერი, 2017

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი საბავშვო სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადება.
ქართული ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას“ მიხედვით ინსცენირების ავტორი,სცენოგრაფი და რეჟისორი ბახვა წერედიანი გახლავთ.წარმოდგენაში თეატრის 7 მსახიობი ღებულობს მონაწილეობას,ისინი ამ სპექტაკლზე თვე ნახევრის მანძილზე მუშაობდნენ.პრემიერა
18-19 სექტემბერს 14 : 00 საათზე გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

მაია ჩხარტიშვილის ბრიფინგი ფოთში

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ მაია ჩხარტიშვილმა „ქართული ოცნების“ რიგები დატოვა,ამის შესახებ განცხადება მან საგანგებოდ მოწვეულ ბრიფინგზე გააკეთა.ის ქალაქის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და აცხადებს რომ კაკულია ისტორიაში შევა როგორც ყველაზე უსუსური მერი.

იხილე მეტი
სიახლე 

დასუფთავების აქცია ფოთში. 15 სექტემბერი, 2017

დღეს ფოთში საქართველოს „მწვანეთა მოძრაობა-დედამწის მეგობრების“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა,დასუფთავების აქცია მოაწყვეს,მათ საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან კუნძულის სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.აქციას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან

ფოთელი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან,რომელიც 17-26 სექტემბერს ბულგარეთში გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

“ოცნების“ ფოთის მერობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან

პარტია „ქართულიოცნება – დემოკრატიულისაქართველოს“ ფოთის მერობის კანდიდატი გოჩა კურდღელია ნაბადის უბნის მოსახლეობას შეხვდა და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა. ნაბადის უბანში მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ სამსონ კუტალია იბრძოლებს.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ფარგლებში, ავიაციის მეშვეობით უკვე შეიწამლა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ანჟელში არსებული ფართობები და სიმინდის ნათესები.
სურსათის ეროვნული სააგნეტოს ინფორმაციით, ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ტარდება.
ამ ეტაპზე, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ტრენინგი გაიმართა

დღეს ფოთში პროექტ\” გადავარჩინოთ ზღვის შროშანი,ყვითელი ყაყაჩურა,ჰართვისის მუხა\” ფარგლებში ,წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, ტრენინგ- სემინარი გაიმართა.შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.ტრენერებმა მსმენელებს სხვადასხვა ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად, წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეთა სტატუსზე, მათი გენოფონდის შენარჩუნებაზე და გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე ისაუბრეს.

იხილე მეტი