სიახლე 

ფოთში 50 ახალი სანაგვე ურნა განათავსეს

ფოთის მუნიციპალიტეტმა 50-მდე ევროპული ტიპის სანაგვე ურნა შეიძინა.მათი განთავსება ქალაქში დღეს დაიწყო.ახალი ურნები სკვერებში,ცენტრალური გზის მიმდებარედ,ასევე ქალაქის სხვადასხვა უბანში და მალთაყვის განახლებულ სანაპირო ზოლზე გადანაწილდება.მოხდება ასევე ძველი,დაზიანებული ურნების ახლით ჩანაცვლება.აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათასამდე ლარი გამოიყო.
 
 

მსგავსი სტატიები