სიახლე 

“ფოთს აყვავებულს ვხედავ“-ლელა კაკულიას ექსკლუზივი

წინასწრამეტყველი ლელა კაკულია 21 ოქტობრის არჩევნებზე და ზოგადად ფოთზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღასთან“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელ მოჭიდავეთა წარმატება

ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში მსურველების მიღება დაიწყო.სკოლაში განცხადების შეტანა შეუძლიათ როგორც ბიჭებს ასევე გოგონებსაც,ბავშვები ვარჯიშებზე 7 წლის ასაკიდან დაიშვებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-6 დღე

ანაკლიის მომავლის ბანაკში ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის? გაიმართა, მონაწილეებს რთულ შეკიტხვებზე მოუწიათ პასუხის გაცემა, თამაში საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ მე-12 კითხვაზე გაირკვა.
დღის აქტივობების შემდეგ გამოსამშვიდობებელი საღამოს ჯერი დადგა, 12 გუნდი და თორმეტი კუთხე, საქართველოს კულტურისა და ტრადიციების წარმოდგენასთან ერთად, უცხოელმა სტუმრებმა საკუთარი ქვეყნების პრეზენტირებაც გააკეთეს, ბანაკის ბოლო დღე ემოციური დამშვიდობებით დასრულდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ვინ დატოვა ფოთის “კოლხეთი-1913“

ფოთის \’\’კოლხეთი 1913\’\’ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ, მისმა ასისტენტმა გიგა გვიჩიამ და ფიზ. მომზადების მწვრთნელმა აკაკი კუპრეიშვილმა დატოვეს. ასევე გუნდი ოთხმა წამყვანმა ფეხბურთელმა _ კოვტალიუკმა,კორობკამ , დაფემ,და საქართველოში ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარემ სიკაჩმა დატოვეს.ეროვნული ლიგის 24-ე ტურის წინ ამ გადაწყვეტილების მიღება ოფიციალური ინფორმაციით ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე მოხდა.ამსთან დაკავშირებით ფოთის \”კოლხეთის\” დირექტორთან თემურ ბარქაიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რადგან ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს,გელა სანაიამ კი „მე-9 ტალღასთან“ სატელეფონო ჩართვაში, დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და კლუბში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მსხვერპლშეწირვის დღესასწაული ყურბან-ბაირამი აღნიშნეს.შავღელეს მეჩეთში ლოცვა წინამძღვარმა ზურაბ ტარიელაძემ წაიკითხა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-5 დღე

ანაკლიაში შეკრებილმა ბანაკელებმა დღეს საქართველოს დღე აღნიშნეს, მომავლის ბანაკის ტერიტორიაზე მეორე ქვეითი ბრიგადის სხვადასხვა სახეობის საბრძოლო ტექნიკა, იარაღი და ხელსაწყოები იყო წარმოდგენილი, ახალგაზრდებს მათი მორგებისა და გამოცდის საშუალება ჰქონდათ, გამოფენის შემდეგ კრიტიკულ სიტუაციებში თავის გადარჩენის შესახებ ტრენინგი გაიმართა, რომელზეც მსოფლიო და ქართველი ჯარისკაცების გამოცდილებაზეც იყო საუბარი, დღის მეორე ნახევარში თეორიული სწავლება პრაქტიკულში გადაიზარდა და მომავლის ბანაკელებს წვრთნების გავლაც მოუწიათ.
დამღლელი დღის ბოლოს მოდურად ჩაცმისა და კინოჩვენების მოწყობის ჯერიც დადგა, 12-მა გუნდმა 12 სხვადასხვა, საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხი აირჩია და მასზე მოკლე ჩანახატები გადაიღო, დღის ბოლოს ამ ფილმების ჩვენება გაიმართა, მომავლის ბანაკის სტუმრებმა მეხუთე დღე წითელ ხალიჩაზე გავლით დაასრულეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში სემინარი გაიმართა

ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need“ („ადამიანი გაჭირვებაში“) პროექტს სახელწოდებით – „რეგიონალური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, როგორც სოფლად ეკონომიკური განვითარების ვექტორები“ ახორციელებს. ხობში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში „სოფლად თემთა განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან“ (DCFTA) დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებს ატარებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ პარკში არკების სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ აწარმოებს.როგორც ფოთის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და თვის ბოლოსთვის დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებზე 10-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

იხილე მეტი
სიახლე 

ახალი სასწავლო წელი ფოთის საჭადრაკო სკოლაში

ფოთის საჭადრაკო სკოლაში ახალი 2017-2018 სასწავლო წელი დღეს დაიწყო. დავით კოდუას განცხადებით, სკოლის ოთახებს უკვე ჩაუტარდა მცირე სარემონტო სამუშაოები. მისივე თქმით, საჭადრაკო სკოლაში მოსწავლეთა მიღება გრძელდება. ფოთის საჭადრაკო სკოლა ასევე აქტიურად ემზადება ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 4-15 სექტემბემბერს, რუმინეთის ქალაქ მამაიაში გაიმართება. ევროპის ტურნირში გამარჯვებული მოჭადრაკეები ფულადი პრიზებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

\\. 1 სექტემბერი, 2017

„არტ-კაფე ნიკოლაძე“ მორიგ საინტერესო ივენთს მართავს.პოეზიის მოყვარულებს ხვალ თემურ ელიავას შემოქმედებითი საღამო ელოდებათ. თემურ ელიავა 21-ე საუკუნის თანამედროვე ქართველ პოეტებს შორის ერთ -ერთ- ყველაზე გამორჩეული სახეა.

იხილე მეტი