უხვმა ნალექმა ფოთში პრობლემები შექმნა
ფოთში გადაუღებელი წვიმის შედეგად რამდენიმე ცენტრალური ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით პრობლემები კერძო სახლებში მცხოვრებლებს შეექმნათ. მათი განცხადებით, ქალაქში მოქმედი სატუმბი სადგურები გამართულად არ მუშაობს და სანიაღვრე არეხებიც მოუწესრიგებელია, რის გამოც აღნიშნული პრობლემა ყოველი ძლიერი წვიმის დროს არსებობს. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.