სიახლე 

ფოთში 9-10 სექტემბერს პლაჟის ფეხბურთი ჩატარდება

9-10 სექტემბერს მალთაყვის სანაპირო ზოლზე ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში გაიმართება.შეჯიბრში ფოთელებთან ერთდ პირველად წელს ზუგდიდის, სენაკისა და ხობის გუნდები იასპარეზებენ. ტურნირში მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ ფოთის მერიის სპორტის სამსახურს მიმართონ.

იხილე მეტი
სიახლე 

დარეჯან ცხვიტარია ფოთში დარღვევებზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
როგორც ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, საარჩევნო სამზადისი უკვე აქტიურ ფაზაშია.

დარეჯან ცხვიტარიას განცხადებით, სამუშაო პერიოდში მათ აღმოაჩინეს, რომ ფოთში, ახალ რაიონში 3 ბინა საარჩევნო სიიდან ამოღებულია.
ცხვიტარიას თქმით, ეს ფაქტი მოწმობას იმას, რომ მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ცხვიტარია ასევე გამოეხმაურა საუბნო კომისის წევრთა შესარჩევი კონკურსის შედეგებს.

პარტიის ოფისი აღმაშენებლის 17 ნომერში მდებარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ევროპული საქართველოს წინა საარჩევნო მზადება ფოთში

ევროპული საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად შოთა აფხაზავა დაინიშნა. ოფისში მაჟორიტარი კანდიდატების სრული შემადგენლობის წარსადგენად ემზადებიან,რომელიც უახლოეს დღეებშია დაგეგმილი .მათი განცხადებით საზოგადოებას ღირსეულ კანდიდატებს შესთავაზებენ.შეგახსენებთ ევროპული საქართველოს ლიდერებმა ფოთის მერობის კანდიდატი და 5 მაჟორიტარის პრეზენტაცია, ივლისის თვეში გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საინიციატივო ჯგუფმა კანდიდატი წარადგინა

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფმა დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად დავით ბასილაია წარადგინა,რომელიც ნაბადის უბანში იყრის კენჭს.დავით ბასილაია 2008-2010 წლებში ფოთის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო,2010-2012 წლებში განათლების სამინისტროში მოღვაწეობდა,ხოლო ბოლო პერიოდში კერძო კომპანიებში მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-4 დღე

„მომავლის ბანაკში“ მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად დილა ვარჯიშით დაიწყო, ახალგაზრდებმა აქტიური დილა სპორტული შეჯიბრებებით განაგრძეს, ოლიმპიადა, რომლის გახსნის ცერემონიალიც შთამბეჭდავი იყო, ასევე სანახაობრივი შეჯიბრებებით გაგრძელდა.
კალათბურთი, ფეხბურთი, ჭადრაკი, ფრენბურთი და პინ-პონგი, 12 გუნდში მიმდინარე შეჯიბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
აქტიური და ენერგიული დღე კიდევ უფრო საინტერესოდ გაგრძელდა, გუნდები ერთმანეთს თამაშ „გემობანაში“ შეეჯიბრნენ, გამარჯვება ორმა გუნდმა მოიპოვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრის მორიგი გასტროლი პოლონეთში

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი გასტროლებზე პოლონეთში მიემგზავრება.მსახიობები საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში ჟიურის წინაშე, დავით მღებრიშვილის სპექტაკლით „ ყვითელი დღეებით“ წარსდგებიან.ფოთის თეატრი ამ ფესტივალში უკვე მეორედ მიიღებს მონაწილეობას.შარშან მსახიობებს რამაზ იოსელიანს და ჯანო იზორიას, მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის,ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ზურაბ ტიბუა-კრივის საერთაშორისო ინსტრუქტორი

კრივის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, საქართველოს კრივის მსაჯთა კოლეგიის თავმჯდომარეს, ფოთის სპორტის სამსახურის ყოფილ უფროსს ზურაბ ტიბუას, კრივის საერთაშორისო ინსტრუქტორის წოდება მიენიჭა.ზურაბ ტიბუა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – ტარიელ ვერულაშვილისა და ოთარ ზებულაშვილის შეგირდი გახლავთ,მან ოთხმოცდაათიან წლებში,საერთაშორისო რინგზე სამართლიანი მსაჯის სახელი დაიმკვიდრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან

საზაფხულო არდადეგების შემდეგ,სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები 18 სექტემბერს გაიხსნება.ბავშვების რეგისტრაცია მაისის თვეში დაიწო და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.პედაგოგები 600-მდე აღსაზრდელს ელოდებიან,ამჯერად ბაღებში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სკოლებში სწავლება 15 სექტემბერს განახლდება

საქართველოს საჯარო სკლებში 2017-2018 სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდება.მოსწავლეებს ტრადიციულად სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ დაურიგდებათ და ასევე პირველკლასელებს პორტაბელური კომპიუტერები საჩუქრად გადაეცემათ.ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით სკოლებში ახალი სასწავლო წლისათვის მზადება შეუფერხებლად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლიის „მომავლის ბანაკი“ მე-3 დღე 30 08 17

ოლიმპიადის გახსნა, გუნდური თამაშები, ტრენინგები, ეს იმ აქტივობების მცირე ჩამონათვალია, რაც ანაკლიის მომავლის ბანაკის სტუმრებს მესამე დღეს ელოდათ.300 ამდე ახალგაზრდა საკუთარ გუნდებში, ერთ მუშტად შეიკრა და გამარჯვებისთვის ბრძოლა დაიწყო, მინიშნებების მოპოვების შემდეგ კი დროის ყველაზე მცირე მონაკვეთში მისი შესრულების ჯერიც დადგა. გუნდურ თამაშებში გამარჯვება მეცხე რაზმმა მოიპოვა.სპორტული აქტივობების შემდეგ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდა ეკოლოგიურ საკიტხებზე ტრენინგი მოესმინათ, როგორ დავიცვათ ბუნება და საკუთარი თავი ეკოტურიზმის დროს, საინტერესო რჩევები დარგის სპეციალისტისგან მოისმინეს.ნიჭის ზეიმი და საოცარი სანახაობა ელოდათ მომავლის ბანაკის სტუმრებს დღის ბოლოს, როდესაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გაიმართა, შემთხვევითი პრინციპით გადანაწილებული 12 გუნდი და 12 ქვეყანის წარდგენა, საღამო დაუვციწყარი ემოციებით დასრულდა.

იხილე მეტი