ფოთში ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე ტრენინგი გაიმართა
დღეს ფოთში პროექტ“ გადავარჩინოთ ზღვის შროშანი,ყვითელი ყაყაჩურა,ჰართვისის მუხა“ ფარგლებში ,წმინდა ნიკოლოზის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, ტრენინგ- სემინარი გაიმართა.შეხვედრას საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.ტრენერებმა მსმენელებს სხვადასხვა ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად, წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეთა სტატუსზე, მათი გენოფონდის შენარჩუნებაზე და გენმოდიფიცირებული საკვების მავნებლობაზე ისაუბრეს.