სიახლე 

ფოთელ მეთევზეებსა და სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გრძელდება

გუშინ აქციის მონაწილე მეთევზეები გარემოს დაცვის სამინისტროსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.მხარეებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, რის გამოც დღეს დაანონსებული აქცია არ შედგა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი მორიგი პრემიერისთვის ემზადება

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. ,,მკვდარი ქალაქები\” ასე ქვია პიესას, რომლის რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო ფესტივალისთვის მზადება დასრულდა

ფოთი ხვალიდან საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.
უკვე 14 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკეა დარეგისტრირებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სამაშველო სამსახურს ახალი ტექნიკა გადაეცა

ფოთის საზღვაო სამაშველო სამსახურს საჩუქრად ახალი 4 ტექნიკა გადაეცა.კერძოდ,2 სკუტერი და 2 ძრავიანი ნავი,რომლებიც ოთხივე სანაპიროზეა გადანაწილებული

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 12 ივლისი, 2017

ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი,მორიგი პრემიერისთვის ემზადება.თბილისის მარიონეტების სახელმწიფო თეატრის მსახიობი ბახვა წერედიანი, თოჯინურ წარმოდგენაზე „ნაცარქექია“-ზე მუშაობს.სპექტაკლში წერედიანის მიერ დამზადებული თოჯინები იქნება წარმოდგენილი.მასში ფოთის 7 მსახიობი მიიღებს მონაწილეობას

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკეებმა მალთაყვის სანაპირო დაასუფთავეს

დღეს მალთაყვის სანაპირო ზოლის მიმდებარე ტერიტორია,საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ფოთის საჭადრაკო სკოლის მწვრთნელებმა და მოსწავლეებმა დაასუფთავეს. საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო ფესტივალის წინა დღეებდი,ტრადიციულად ყოველ წელს ატარებს დასუფთავების აქციამოსწავლეებმა დაასუფთავეს. საჭადრაკო სკოლა საერთაშორისო ფესტივალის წინა დღეებში,ტრადიციულად ყოველ წელს ატარებს დასუფთავების აქცია.

იხილე მეტი
სიახლე 

რა ვითარებაა ხანძრის შემდეგ ფოთის ბაზარში

ფოთის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული ზარალის ოდენობა ჯერ-ჯერობით დადგენილი არ არის.გადარჩენილი მაღაზიების მეპატრონეებმა დღეს სავაჭრო ობიექტების მოწესრიგება დაიწყეს,ისინი მეხანძრეების თავდედებულ მუშაობაზე საუბრობენ და ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე რომ გარე მოვაჭრეებისგან განთავისუფლებულმა შიდა გზებმა ,მეხანძრეებს ცეცხლის დროული ლოკალიზების საშუალება მისცა.,წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ობიექტებსაც განადგურება ემუქრებოდა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების მორიგი წარმატება

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ფოთის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა.
12 წლის ჭაბუკთა ტურნირის გამარჯვებული თეიმურაზ კვიკვინია გახდა. 10 წლის ჭაბუკთა შორის ასევე პირველი ადგილი კახაბერ კიზირიამ დაიკავა. 12 წლის გოგონათა შორის ვერცხლის მედალოსანი ელენე წოწონავაა.8 წლის ჭაბუკთა შორის მე-3 ადგილი ლუკა წურწუმიას ერგო.ხოლო მე-4 საპრიზო ადგილები ნინო სოლომონიამ, გიორგი კვარაცხელიამ და ბარბარე კულუამ მოიპოვეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის შემოსასვლელში ხიდის მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია

აზიის განვითარების ბანკის პროგრამის (SUTIP) ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს გზების დეპარტამენტთან ერთად მდინარე რიონზე გეგმავს ხიდის მშენებლობის და ფოთის ურბანულ ცენტრთან და პორტის ნაგებობასთან მისასვლელი გზების რეაბილიტაციის განხორციელებას.ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მოხდება თბილისი-სენაკი-ფოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში.იგი მნიშვნელოვანად გაზრდის არსებული გზის გამტარუნარიანობას და უზრუნველყოფს ფოთთან შეუფერხებელ კავშირს ჩრდილოეთის მხრიდან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სისხლის დონაციის აქცია გაიმართა

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სისხლის დონაციის აქცია „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ გაიმართა.აქციაზე 70-მდე მოხალისე დონორმა გაიღო სისხლი, რომელიც რეგიონის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობას მოხმარდება.
აქცია „ქართული ოცნების“ ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი