სიახლე 

ფოთის ძალოსნობის დარბაზს სპორტის მინისტრი სტუმრობდა

ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში ძალოსნობის კლუბის ოფიციალურ გახსნას,სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრნენ.ასევე პრეზენტაციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები , ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი,ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გიორგი ჩხეიძე და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.
ძალოსანთა კლუბი მე-4 სკოლისთან არსებულ სპორტულ დარბაზში ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით რამდენიმე თვის წინ გაიხსნა,დარბაზში ძალოსნობისა და ფიტნესის, ასევე კრივის სავარჯიშო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა მოეწყო,ხოლო ძალოსნობის ფედერაციამ დარბაზი თანამედროვე სპორტული ინვენტარით მოამარაგა.

მსგავსი სტატიები