ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 27 10 21
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 4 377 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 42 გარდაიცვალა . 26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, დამძიმებული ეპიდვითარების ფონზე მედიკოსთა რეკომენდაციები უფრო კატეგორიული ხდება. ეპიდემიოლოგები მოსახლეობას რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისა და აცრისკენ მოუწოდებენ. სავარაუდოდ ნოემბერი ჰოსპიტალური სექტორისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდება. ექიმები დაინფიცირებულთა რაოდენობის გასამმაგებას და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავენ. “ამ პერიოდისათვის ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი დრამატული სიტუაცია. ეს პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან და კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია’’განაცხადა მარინა ენდელაძემ. აცრა უკვდავების წყარო არ არის, ვირუსი შეიძლება დაგემართოს, მაგრამ მთავარია ვინ იღუპება –…
იხილე მეტი