ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 29 10 21
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 965 ახალი შემთხვევა დადასტურდა,4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა 43 ადამიანი გარდაიცვალა, დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,17%-ია
ბოლო კვირის მონაცემით, სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ შემცირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ვირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით ნაკლებია.
როდის უნდა ველოდოთ საქართველოში კორონავირუსის მე-5 ტალღის პიკს – მდგომარეობა საგანგაშოა, თუ ინფიცირების მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდება, ნოემბერში კლინიკები პაციენტებს ვეღარ მიიღებენ, ამას სპეციალისტები პროგნოზირებენ და მოსახლეობას ისევ ვაქცინაციის აუცილებლობაში არწმუნებენ.
“ციფრები ვერ განულდება და მუდმივად იარსებებს ეს ინფექცია, აქ საუბარია იმაზე, რომ ამ ინფექციას არ ჰქონდეს ტალღისებური მიმდინარეობა, რაც როგორც ცუნამი, არ დაარტყამს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. მზარდი ციფრები ჰოსპიტალური სექტორის ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს. ყველა ადამიანს, რომელსაც არ ექნება იმუნური ფარი, გადატანილი და შეძენილი იმუნიტეტი, ინფექცია იპოვის, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება.აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
ივანე ჩხაიძის განცხადებით, ზამთრის პერიოდის დადგომასთან ერთად მოსალოდნელია კორონავირუსით ინფიცირების მატება. მისივე თქმით, ახლა ქვეყანას ვაქცინაციის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს.
უნდა ავიცრათ, თუ გვინდა, რომ დასრულდეს პანდემია, მოვიხსნათ პირბადეები და ვიყოთ თავისუფლად, ვაქცინაციის გარდა, პანდემიას ვერაფერი შეაჩერებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 965 ახალი შემთხვევიდან,სამეგრელო – ზემო სვანეთი – 271 შემთხვევა დაფიქსირდა.
ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ფოთის ევექსის კოვიდკლინიკაში იმყოფება 40 პაცენტი , ხოლო ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბომონდში 48.