სიახლე 

ფოთელი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ

ფოთელი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატში იასპარეზებენ. ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატს უკრაინა უმასპინძლებს და მასში 20 ქვეყნის 480 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებ გუნდში 5 ფოთელი ირიცხება. ისინი უკრაინაში გუშინ ღამით გაემგზავრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პალიასტომის ტბის სანაპიროზე მკვდარი თევზები გამოირიყა

ფოთში პალიასტომის ტბაზე, მდინარე კაპარჭინისა და შავღელის არხში თევზების გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა. რა დაავადება აქვთ გამორიყულ თევზებს.

იხილე მეტი
სიახლე 

„და დრო ახალი პაემანისა“

სასიყვარულო ისტორიები, მოგონებები წარსულზე „და დრო ახალი პაემანისა“. მეორე საჯარო სკოლის ორგანიზებით გაიმართული საღამო დაწყვილებულ პედაგოგებს მიეძღვნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივე საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა

ფოთელი მოკრივე გიორგი გოგატიშვილი მინსკის საერთაშორისო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. იგი 56 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრში სულ 18 ქვეყნის 150 სპორტსმენი მონაწილეობდა. გიორგი გოგატიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია. ახლა იგი ევროპის ოლიმპიადისთვის ემზადება, რომელსაც ივნისში აზერბაიჯანი უმასპინძლებს. ბაქოში შეეცდებიან მოკრივეები ასევე 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვებას.

იხილე მეტი
სიახლე 

გაფიცვის მეშვიდე დღე

გაფიცვის მეშვიდე დღე. ფოთის ნავსადგურის თანამშრომელთა დიდი ნაწილი კვლავაც გაფიცულია. ხელფასის 14 %-ით გაზრდა, მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება, ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა და კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება. ეს ის მოთხოვნებია, რომელიც თანამშრომლებმა ადმინისტრაციას წარუდგინეს, თუმცა მათ შორის შეთანხმება არ შედგა. ნავსადგურის ადმინისტრაციისათვის გაფიცულთა მოთხოვნები მიუღებელია. იქ აცხადებენ, რომ 2014 წელს თანამშრომლებს მეცამეტე ხელფასიც დაურიგა და პირობების გაუმჯობესებასთან ერთად საპრემიო სისტემაც განახლებულია. ამჯამად, პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთო, რომელიც მხარეებს შორის ვითარების დარეგულირებას და შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

იხილე მეტი
სიახლე 

რისთვის დააჯარიმა განათლების სამინისტრომ ფოთის რესურსცენტრი?

განათლების სამინისტრომ ფოთის სკოლებს გაფრთხილების წერილი გამოუგზავნა. რესურსცენტრი კი დააჯარიმა. მოკვლევის შედეგები, რომელიც ფოთსა და რამდენიმე ქალაქში გახმაურებული ძალადობის შემცველი ფილმის მოზარდებისთვის ჩვენებას მოჰყვა ცნობილია.

იხილე მეტი
სიახლე 

„ფოთის კოლხეთი“ გორის „დილასთან“ 1:0 დამარცხდა

,,ფოთის კოლხეთი\” ,,დილასთან\” 1:0 დამარცხდა. მატჩი გასვლითი იყო და გორში ჩატარდა. ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერთან გამართული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ფეხბურთელთა მცდელობის მიუხედავად, პირველი ტაიმი ორივე გუნდისთვის უშედეგოდ დასრულდა, მეორე ტაიმის პირველივე წუთებში მასპინძლებმა იმარჯვეს და მოდებაძემ ანგარიში გახსნა. სატურნირო ცხრილში გორის ,,დილა\” პირველობას ინარჩუნებს, ,,ფოთის კოლხეთი \” კი 11-ე ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მომდევნო მატჩს ,, კოლხეთი\” 13 მაისს გამართავს და მარტვილის ,,მერანს\” დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

გააჩნიათ თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზმები ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებს?

გააჩნიათ თუ არა ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზმები, მათ შორის ინვენტარი ადგილობრივ ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლამდელი აღზრდის თუ სხვა საჯარო დაწესებულებებს? დღეს ,,კურსორი\” იმის გარკვევას შეეცადა, დაცულია თუ არა ამ კუთხით ქალაქში უსაფრთხოების ზომები. ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ქვეყანაში უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვასა და ამ მიმართულებით ევროპული პრაქტიკის გაზიარებაზე სახელისუფლებო ეშელონებშიც ალაპარაკდნენ. ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილმა ხანძარმა გვიან ღამით 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა.

იხილე მეტი
სიახლე 

„კოლხეთის“ ფეხბურთელი ლევან შენგელია საფრანგეთში მიემგზავრება 8

მიწვევა სინჯებზე საფეხბურთო გუნდიდან ,,ლილი“. ფოთის „კოლხეთის“ ფეხბურთელი ლევან შენგელია საფრანგეთში მიემგზავრება.

იხილე მეტი