სიახლე 

კარატე დოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ

5-დან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის კარატე დოში საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდნენ. თბილისში გამართულ პირველობაზე როგორც ვაჟებმა, ასევე გოგონებმაც იასპარეზეს. სამი ფოთელი კარატისტი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ორი კი მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. საქართველოს ჩემპიონატზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 300-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ფოთიდან მასში კი 6 მოსწავლე ჩაერთო. ახლა ისინი საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელსაც მაისის ბოლოს ქუთაისი უმასპინძლებს.

მსგავსი სტატიები