სიახლე 

ზურაბ ფაჩულია საკრებულოს ტოვებს და დანაშაულებრივი სქემების გაშიფრვას აანონსებს

ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, ნახეთ ჩვენს მიერ მოზმადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა

საქართველოს პირველ პრეზიდენტს დღეს 76 წელი შეუსრულდებოდა. 31 მარტს, ზუსტად 24 წლის წინ, საქართველოს მოსახლეობამ საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმზე ქვეყნის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. ამის საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა. ისტორიულ გადაწყვეტილებას დღეს ფოთშიც იხსენებდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

დასრულდა ოთარ ხომერიკის სახელობის მემორიალი ჭადრაკში

დასრულდა ოთარ ხომერიკის სახელობის მემორიალი ჭადრაკში. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო სკოლაში დღეს გამოავლინეს.

იხილე მეტი
სიახლე 

რაგბში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშები დასრულდა

წყალტუბოს ,,დინოზავრები“ „კოლხ რაინდებთან“ დამარცხდნენ. რაგბში საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის თამაშები დასრულდა. სეზონის ბოლო შეხვედრა ფოთში გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოთის საკუთრება გახდა

21ჰა სიდიდის მალთაყვის სანაპირო ზოლი ფოთის საკუთრება გახდა. ეკონომიკის სამინისტრომ სანაცვლოდ ფოთისგან უსასყიდლოდ 4,5 ჰა ტერიტორია მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

პრემიერა ფოთის თეატრში. 30 მარტი, 2015

ანშლაგით ჩავლილი პრემიერა ფოთის თეატრში. ორთვიანი მუშაობის შედეგი და ავსტრიელი რეჟისორის პირველი ნამუშევარი საქართველოში.

იხილე მეტი
სიახლე 

25 წელი ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან

ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი ზუსტად 25 წლის წინ , 1990 წლის 30 მარტს, თბილისის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე თბილისის ,,იბერიასა“ და ფოთის ,,კოლხეთი 1913“ -ს შორის გაიმართა. საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი გოლი მატჩის დასასრულს \”იბერიას\” კაპიტანმა, გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა და ,,კოლხეთთან“ 0:1 დამარცხდა. ეროვნული ჩემპიონატის პირველი შეხვედრა გრანდიოზულად გაიხსნა და მას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო, მათ შორის იყვნენ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია II და ქვეყნის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. პრეზიდენტმა მაშინ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს სიტყვითაც მიმართა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა. დღეს ქალაქის სპორტის სამსახურის ორგანიზებით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მას ის ფეხბურთელებიც ესწრებოდნენ, ვინც მაშინ ფოთის „კოლხეთის“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საპროტესტო აქცია საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით

მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს. ამჯერად აქციის მონაწილეებმა გურიის ქუჩა გადაკეტეს, ნახევარი საათის განმავლობაში სატრანსპორტო მიმოსვლა შეჩერებული იყო. მუდმივი საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი კონჯარიების მრავალშვილინი ოჯახი დევნილთა დასახლებაში ბინის მიღებას ითხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

სათამაშო ბიზნესს მოსაკრებელი შეუმცირდა

იმ ადამიანებს ვისაც სათამაშო ბიზნესი აქვს, ადგილობრივმა მუნციპალიტეტმა მოსაკრებელი შეუმცირა. რით ხსნიან ამას ადგილობრივ მთავრობაში.

იხილე მეტი
სიახლე 

პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან

პროფესიულ დღეს ფოთელი თეატრალები პრემიერით ხვდებიან. ამ წუთებში ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე გერმანელი დრამატურგის ბერტოლდ ბრეხტის პიესა ,,დედა კურაჟი და მისი შვილები“ თამაშდება. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია რეინჰარდ აუერი. იგი სპეციალურად ავსტრიიდან მოიწვიეს. ახალ სპექტაკლზე დასი უკვე 2 თვეა მუშაობს და მასში თითქმის სრული შემადგენლობაა დაკავებული. საპრემიერო ჩვენება ხვალაც არის დაგეგმილი. თეატრის საერთაშორისო დღეს მსოფლიო 1961 წლიდან აღნიშნავს.

იხილე მეტი