სიახლე 

ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში შეჯიბრს აზერბაიჯანმა უმასპინძლა

2-დან 5 აპრილის ჩათვლით აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურში   ნიჩბოსნობაში კანოე-კაიაკში„ჰეიდარ ალიევის თასის”გათამაშება ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ნაკრებმა გუნდებმა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვიქტორ კრატასიუკის სახელობის კანოე კლუბის ნიჩბოსნებიც ირიცხებოდნენ. ჩემპიონატზე ფოთელმა სპორტსმენებმა მურმან მალანიამ, გარუშა ხიზანიშვილმა  და გიორგი გოგიჩაიშვილმა წარმატებით იასპარეზეს. მურმან მალანიამ 200 მეტრ დისტანციაზე პირველი ადგილი დაიკავა, გარუშა ხიზანიშვილი და გიორგი გოგიჩაიშვილი კი მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდნენ. სპორტსმენები ვარჯიშებს განაგრძობენ და სხვადასხვა ჩემპიონატისათვის ემზადებიან. 

მსგავსი სტატიები