სიახლე 

რატომ მიეწოდებოდა ფოთს სასმელი წყალი შეფერხებით?

ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეფერხებებით მიეწოდებოდა. რა პრეტენზიებს უყენებენ მოქალქეები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას რომელიც სასმელი წყლის დეფიციტზე კომენტარს არ აკეთებს.

იხილე მეტი
სიახლე 

საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი კაკულია ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ ჩაანაცვლა. საკითხი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. მოწინააღმდეგე მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია აღმოჩნდა. მიზეზებზე მან საჯაროდ საუბარი არ ისურვა. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ფოთში 14 აპრილს გაიმართება. მერიაში განაცხადი სულ 800-ზე მეტ პირს აქვს წარდგენილი. კონკურსი 40 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული. ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ. ამჟამად კონკურსანტთა განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს. ბოლო ეტაპი გასაუბრებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

რა შედეგი გამოიღო „მეცხრე ტალღის“ ეთერში გაჟღერებულმა მწვავე კრიტიკამ

რაგბის სასპორტო სკოლას დაფინანსება გაეზარდა. რა შედეგი გამოიღო „მეცხრე ტალღის“ ეთერში გაჟღერებულმა მწვავე კრიტიკამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი

ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით დღეს ღამით ფოთში მოსალოდნელია წვიმა. ხვალ კი სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობასა და ქარს პროგნოზირებენ. მისი სიჩქარე წამში 5, 10 მეტრი იქნება. დღის პირველ ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, მეორე ნახევარში კი დღე უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

ვის და რატომ გადასცეს უსასყიდლოდ ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი?

ფოთის მუნიციპალიტეტმა ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. დაახლოებით 4,5 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც ცხოველების საკვების დამამზადებელი საწარმო უნდა აშენდეს, ინვესტორს სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცემა. ვინ არ დაუჭირა მხარი დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს და რა არგუმენეტები აქვთ მათ , დეტალები ჩვენს სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

რა პირობებში ცხოვრობს 35 სოციალურად დაუცველი ოჯახი?

ყოფილი სასტუმროს ავარიულ შენობას 35 ოჯახი აფარებს თავს. სოციალურად დაუცველთა შეჭირვებული ყოფა, პრობლემები, რომელსაც დღემდე თავს ვერ აღწევენ. რას პირდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მათ, ნახეთ ჩვენი სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

სასმელი წყლის უსარგებლოდ დაღვრა ქალაქის გამანაწილებელი ქსელიდან

ქალაქის მაგისტრალური მილიდან სასმელი წყალი უსარგებლოდ იღვრება. არაეფექტური კონტროლი სასმელი წყლის არარაციონალურ ხარჯვაზე თუ შესაბამისი უწყების მხრიდან გამოჩენილი გულგრილობა? რა კადრები გადაიღო დღეს „კურსორის“ გადამღებმა ჯგუფმა ქალაქის ცენტრში. ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

„ნაციონალური მოძრაობა“ 21 მარტის აქციისთვის ემზადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 მარტს დედაქალაქში დაგეგმილ საპროტესტო აქციასპარტიის საქალაქო ორგანიზაციის წევრებიც უერთდებიან. მათ დღეს სპეციალური ბრიფინგი გამართეს და მსურვლებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის უარი „ეი-პი-ემ ტერმინალს“

ფოთის მერის უარი „ეი-პი-ემ ტერმინალს“. საზღვაო ვაგზლის დემონტაჟის ვადის გაგრძელებაზე ამჯერად ირაკლი კაკულია გადაწყვეტილებას ცვლის და ფოთის პორტს ღიად უპირისპირდება. გაასაჩივრებს თუ არა „ეი-პი-ემ ტერმინალს ფოთი“ ქალაქის მერის ბრძანებას? თემაზე ,,კურსორი“ მუშაობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი კალათბურთელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ.

ფოთელი კალათბურთელები საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ. დღეს მათი მეტოქე თბილისის ,,დინამო“ იყო. 14 წლამდელ ჭაბუკთა გუნდი ,,ირაო“ ხვალ საქართველოს გოგონათა ნაკრებს დაუპირისპირდება.

იხილე მეტი