სიახლე 

ფრედ 0:0 დასრულდა ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი.

ფრედ  0:0 დასრულდა ფოთის „კოლხეთისა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი.   საქართველოს ოცდამეექვსე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეორე ტურის მატჩი ლანჩხუთის სტადიონზე გაიმართა.  შეხვედრა  დაძაბულად წარიმართა, თუმცა  ანგარიში არც მეორე ტაიმში  გახსნილა. ახლა „კოლხეთი“ სატურნირო ცხრილში 22 ქულით მეცამეტე ადგილს იკავებს. მორიგ შეხვედრას  ფოთის „კოლხეთი“ 3 აპრილს გამართავს და  ბოლნისის „სიონს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სტატიები