სიახლე 

ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში გამართული საზეიმო ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. კონცერტზე სასწავლებლის თითქმის ყველა განყოფილების მოსწავლე წარსდგა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებოდა

დღის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდებოდა. თუ რა გახდა გათიშვის მიზეზი, ამაზე „ენრეგო-პრო-ჯორჯიას“ წარმომადგენელი საუბრობს. ეკა ურიდია ახლა სატელეფონო ხაზზეა.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილ ოჯახს თვითნებურად დაკავებული ფართის დატოვება პოლიციამ მოსთხოვა

დღეს ფოთში კონჯარიების მრავალშვილიან ოჯახში სამართალდამცავები მივიდნენ და მათ ბინის დატოვება მოსთხოვეს. დევნილი ოჯახი რამდენიმე დღის წინ ახალ დასახლებაში საცხოვრებელ ბინაში თვითნებურად შეიჭრა.

იხილე მეტი
სიახლე 

დასრულდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემოპიონატი ჭადრაკში

დასრულდა სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემოპიონატი ჭადრაკში. რა შედეგები დადეს ფოთელმა სპორტსმენებმა ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა სპორტსმენმა სტამბულში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზა

ფოთელმა სპორტსმენმა სტამბულში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე იასპარეზა. გურამ ჯიჯელავა კატას სახეობაში მეორე საპრიზო ადგილს დასჯერდა, ხოლო გუნდურში ქართველი სპორტსმენები პირველ ადგილზე გავიდნენ. რატომ ვერ წავიდნენ იქ სხვა ფოთელი სპორტსმენები, ამას ჩვენს სიუჟეტში გაიგებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რაში ადანაშაულებს მარტოხელა დედა დარეჯან მირცხულავა ადგილობრივ ხელისუფლებას?

34 წლის დარეჯან მირცხულავა მარტოხელა დედაა. ამჟამად იგი ერთ-ერთ „აიპიში“მუშაობს. რაში ადანაშაულებს საჯარო მოხელე ადგილობრივ მუნიციპალიტეტს , რაზე საუბრობს მარტოხელა დედა „კურსორთან“.

იხილე მეტი
სიახლე 

„მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ფოთში ჭანტურიას ქუჩაზე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ადგილზე საპატრულო პოლიცია , სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ბრიგადები იყვნენ მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ცეცხლის ლოკალიზება მალევე შეძლეს. თუ რამ გამოიწვია ხანძარი ამას გამოძიება დაადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

რა საქნციები მოქმედებს 15 იანვრიდან ქუჩაში ნაგვის დაყრაზე?

რა საქნციები მოქმედებს 15 იანვრიდან ქუჩაში ნაგვის დაყრაზე? მისაღებია თუ არა გამკაცრებული რეგულაციები მოსახლეობისთვის და რამდენად იცავენ მას. ფოთელთა ნაწილი თვლის, რომ გარემო ისედაც დაბინძურებულია და ამ კუთხით კონტროლი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. „მყარი ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან, ან შენობა-ნაგებობებიდან, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან სხვადასხვა სახის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება დასჯადია. ფულადი ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ლარი, ხოლო მაქსმიმალური კი 5 000 ლარია. მასზე კონტროლი ადგილობრივ თვითმმართველობებს, გარემოს დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ასევე საპატრულო პოლიციას ეკისრება. მოსახლეობის შეფასებები ,,კურსორ“- ში.

იხილე მეტი
სიახლე 

დისკუსია საზღვაო ვაგზლის შენობის ირგვლივ

დისკუსია საზღვაო ვაგზლის შენობის ირგვლივ. ნავსადგურის პოზიცია უცვლელია – ისინი ამბობენ რომ ვაგზლის შენობის დემონტაჟის უფლება მათ კანონიერად აქვთ. დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ეს განცხადება იმ შეხვედრაზე გააკეთეს, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრები, დაინტერესებული პირები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საზოგადოებრივი დარბაზის წევრებმა ის არგუმნეტები წარმოადგინეს თუ რატომ არ უნდა დაინგრეს აღნიშნული ობიექტი. შენობის დემონტაჟის ვადის გაგრძელების ნებართვა ფოთის მერმა 9 მარტს უნდა გასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთმა“ ზუგდიდის „ბაია“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა

0:2 ფოთელთა სასარგებლოდ. ზუგდიდის ,,ბაია“ დღეს საკუთარ მოედანზე დამარცხდა. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრა, რომელიც \”ბაიას\” ბაზაზე გაიმართა, ფოთელთა დამაჯერებელი გამარჯვებუით დასრულდა. 63-ე წუთზე ანგარიში ომარ გოგონაიამ გახსნა, მეორედ კი 89 წუთზე მასპინძელთა კარი ნიკა სიჭინავამ აიღო. ამ გამარჯვებით ფოთის გუნდმა სატურნირო ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესა და ახლა მე-11 ადგილზეა.

იხილე მეტი