სიახლე 

მეთევზეებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ

დღეს ფოთში მეთევზეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ და ის მოთხოვნები მიმოხილეს, რომელიც ძალაში სრულად 2016 წლიდან უნდა შევიდეს. შეხვედრას გრიგოლეთის, სუფსის, ფოთის, ყულევისა და ანაკლიის ტრადიციულ მეთევზეთა საინიციატივო ჯგუფები ესწრებოდნენ. მეთევზეებთან შეხვედრა ,,საქართველოში ტრადიციულ მეთევზეთა ინტერესების დაცვის“ ფარგლებში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის თარიღი ცნობილია

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის თარიღი ცნობილია. 14 აპრილს მუნიციპალიტეტში ვაკანტურ თანამდებობებზე ბრძოლა იწყება. რა ცვლილებებზე საუბრობენ ადგილობრივ მთავრობაში და ვინ ჩაანაცვლებს საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს. უფრო დეტალურად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი
სიახლე 

რას ითხოვენ კალინინის ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველები?

ფოთში კუნძულის უბანში კალინინის ქუჩაზე მრავალი წლის განმავლობაში ყოფილი სასაზღვრო პოლიციის შენობა უფუნქციოდ იყო დარჩენილი. ახლა იქ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ცხოვრობენ. რა პირობებში იმყოფებიან ისინი, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი. 5 მარტი, 2015

დღეს ფოთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 7 გრადუსი დაფიქსირდა. ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით ღამით ჰაერის ტემპერატურა +2 +4 გრადუსამდე დაეცემა. სინოპტიკოსების პროგნოზით მომდევნო ორი დღის განმავლობაში ფოთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხვალ კი ქალაქში ქარს ვარაუდობენ რომლის სიჩქარე წამში 12, 17 მეტრი იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში სამეგრეო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი გრძელდება

ჭადრაკში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი გრძელდება. შეჯიბრს ზუგდიდი მასპინძლობს. ჩემპიონატში 80-მდე მონაწილე ასპარეზობს. მთ შორის ფოთელი მოჭადრაკეებიც არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

დაატოვებინებენ თუ არა დევნილ ოჯახს უნებართვოდ დაკავებულ ფართს?

კონჯარიების აფხაზეთიდან იძლებით გადაადგილებულმა, სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ახალ რაიონში ერთ-ერთი ბინა თვითნებურად დაიკავა. ამბობენ, რომ ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევდათ. დაკეტილი ბინის გატეხვა მათ იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ამ დრომდე შესაბამისი უწყებების მხრიდან კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკე საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა

ჭადრაკში, ზუგდიდელი ნიკა ქობალია საქართველოს ჩემპიონი გახდა, ფოთელი კახაბერ კიზირია კი ვიცე-ჩემპიონი. საქართველოს ჩემპიონატი 7 წლის წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის თბილისში გაიმართა.მას ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობდა.შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 80-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა. ნიკა ქობალიამ 9 შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო კახაბერ კიზირია ვიცე ჩემპიონობას დასჯერდა. აღსანიშნავია ისიც , რომ ჭაბუკთა პირველ ხუთეულში სამეგრელოს რეგიონის ორი მოჭადრაკე მოხვდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიზრდება თუ არა რაგბის სასპორტო სკოლის დაფინანსება?

რაგბის განვითარება ფოთში დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. ფოთელი სპორტსმენები ეროვნულ ნაკრებში და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა სპორტულ წარმატებამდე მათ საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ. პრობლემები რაგბის სასპორტო სკოლაში და იმედგაცრუებული სასპორტო სკოლის დირექტორის მწვავე კრიტიკა თოქ-შოუ „თემაში“. რაზე ისაუბრა ამირან შავგულიძემ ,,მეცხრე ტალღის“ ეთერში და რატომ აყენებს იგი ეჭვქვეშ ფოთში სპორტის განვითარებას, ნახეთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი.

იხილე მეტი
სიახლე 

ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია

ბარათაშვილის ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განავლობაში იქ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ; მათმა ნაწილმა საცხოვრებელი ფართი მიიღო და შენობა დატოვა. ვინ და რა პირობებში ცხოვრობს ახლა იქ, დღეს თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანგარიში ხალხს – რას დაპირდა გუბერნატორი ფოთელებს?

ანგარიში ხალხს – რას დაპირდა გუბერნატორი ფოთელებს? რა გეგმები აქვს ხელისუფლებას? რა ინფრასტრუქტურული პროექტები წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ფოთის თაეტრში შეკრებილ საზოგადოებას, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

იხილე მეტი