სიახლე 

საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

საატესტაციო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ირაკლი კაკულია ვიცე-მერმა ლევან ჩოჩიამ ჩაანაცვლა. საკითხი საკრებულომ  ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.   მოწინააღმდეგე მხოლოდ  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ფაჩულია აღმოჩნდა. მიზეზებზე მან საჯაროდ საუბარი არ ისურვა.  საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ფოთში 14 აპრილს გაიმართება. მერიაში განაცხადი სულ 800-ზე მეტ პირს აქვს წარდგენილი. კონკურსი  40 ვაკანტურ თანამდებობაზეა გამოცხადებული.  ტესტირებას  გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ.  ამჟამად კონკურსანტთა  განაცხადების გადარჩევა მიმდინარეობს.   ბოლო ეტაპი  გასაუბრებაა. 

მსგავსი სტატიები