სიახლე 

სიურპრიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრმა ბენეფიციარებს სიურპრიზი მოუწყო. პატარებს თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები შინ ესტუმრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კომპანია „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი შეუერთდა 30 12 2014

სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას დღეს მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი გამოეხმაურა. „მეცხრე ტალღამ“ საქველმოქმედო აქცია დაიწყო, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და სათამაშოები მოიტანეს. საჩუქრები მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს გადაეცემათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ბრიფინგი „ნაციონალურ მოძრაობაში“

დღეს საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მისამართით განცხადებები გააკეთა. მის განცხადებებს დღეს ფოთელი ნაციონალები გამოეხმაურნენ. მათ თემას სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნეს. ტელეკომპანია „ტაბულას“ მიერ დასმულ კითხვაზე არის თუ არა ვლადიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი, ღარიბაშვილმა ასე უპასუხა „ საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისკენ მოუწოდებს’’.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ

ფოთში წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება სპორტის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო. საუკეთესო სპორსტმენები სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამოვლინდნენ. 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად ფალავანი ნიკო კუცია დასახელდა. მან იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. იგი წლის საუკეთესო სპორტსმენად უკვე მეცხრედ დასახელდა. საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზურაბ ტუღუშმა გაიმარჯვა. ასევე დაჯილდოვდნენ ვეტერანი სპორტსმენებიც რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქალაქში სპორტის განვითრებაში . დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას ფოთის მერი ირაკლი კაკულია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. საუკეთესო სპორტსმენებს დიპლომები გადაეცათ.

იხილე მეტი
სიახლე 

„მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც 29 12 2014

„მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ დღეს მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.

იხილე მეტი
სიახლე 

ნიჩბოსნობის კომპლექსურმა სკოლამ ახალი თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარი შეიძინა 29 12 2014

ფოთის ნიჩბოსნობის კომპლექსურმა სკოლამ ახალი თანამედროვე სავარჯიშო ინვენტარი შეიძინა. რა თანხა დაიხარჯა ამისათვის ამას ჩვენს სიუჟეტში გაიგებთ.

იხილე მეტი
სიახლე 

პრესკონფერენცია ფოთის „კოლხეთში“

ფოთის „კოლხეთმა“ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისათვის მზადება დაიწყო. პირველი წრის შედეგებით გუნდი მე -12 ადგილზე იმყოფება. კლუბის ადმინისტრაციამ გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ჩააბარა. რა პირობებში უწევს ფოთის ‘’კოლხეთს’’ თამაშები, ფინანსური მხარე და სამომავლო გეგმები, პრესკონფერენციას ჩვენი გადამღები ჯგუფიც ესწრებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელში

საახალწლო ღონისძიება მოაწყვეს დღეს არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელშიც.

იხილე მეტი
სიახლე 

ღონისძიება პროფესიულ კოლეჯ „ფაზისში“

ფოთის პროფესიულმა კოლეჯმა „ფაზისმა“ დღეს ღონისძიება მოაწყო. კონცერტისათვის ისინი რამდენიმე კვირაა ემზადებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

„მეცხრე ტალღის“ საქველმოქმედო აქციას საჭადრაკო სკოლა შეურთდა

ფოთის ჭადრაკისა და შაშის სკოლა სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის’’ მიერ ორგანიზებულ აქციაში ჩაერთო. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩვენთან მოვიდეს და სათამაშოები მოიტანოს. კომპანია საქველმოქმედო აქციას ყოველ წელს ჩაატარებს.

იხილე მეტი