სიახლე 

რა პირობებში ცხოვრობს ფოთში კანადის მოქალაქე?

რამდენიმე დღეა   უცხოელი შუა ხნის მამაკაცი მეთიუ ჩუბროსკი  ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიას აფარებს თავს.  როგორც ირკვევა ის  ღამეს  ქალაქის მიტოვებულ შენობებში ათევდა , ბოლო დროს კი ფოთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ფარდულში ცხოვრობს. თვითმხილველების ინფორმაციი იგი არავის ეკონტაქტება და არც არავის ერჩის. ბაზრის ადმინისტრაციაში ამბობენ რომ შესაძლოა იქ ხანძარი გაჩნდეს, რადგან უცხოელი ფარდულში ცეცხლს  ანთებს და ამის გამო  აღნიშნული საკითხით დაინტერესება „მეცხრე ტალღას’’ სწორედ ბაზრის ადმინისტრაციამ სთხოვა. იქ მისულ ჩვენს გადამღებ ჯგუფს აღნიშნული პიროვნება ადგილზე დახვდა თუმცა კამერის დანახვისას მან ჩვენს მიმართ აგრესია გამოხატა რის გამოც მისი  კადრების გადაღება ვერ მოვახერხეთ.  ბაზრის ადმინისტრაცია დახმარებას ითხოვს.

მსგავსი სტატიები