სიახლე 

ფოთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა 11 10 21

ფოთის №70-ე  საოლქო  საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვის პროცესი დასრულდა.  სულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  53 საჩივარი შევიდა ,მათ ნაწილს  პასუხი,ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წერილობით გასცა. აღსანიშნავია რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილების საფუძველზე, შემთხვევითობის პრინციპით ,ხელახალი ხმების გადათვლა 5  საარჩევნო უბანზე გახორციელდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ №70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სალომე როდონაიას ვესაუბრეთ,მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაფიქსირებულა  ,ძირითადი საჩივრები პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა და შესაბამისად არჩევნების შედეგებზე გავლენა არ ჰქონია. შეგახსენებთ რომ 30 ოქტომბერს არჩევნების მე-2-ე ტური 5 თვითმმართველ ქალაქში გაიმართება. ფოთში, ქალაქის მერობისთვის ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო’’-ს კანდიდატი  ბექა ვაჭარაძე და ,,ერთიანი…

იხილე მეტი

დღეს საქართველოში გლოვის დღეა 11 10 21

დღეს საქართველოში გლოვის დღეა – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მთავრობის განკარგულებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს გუშინ მთელი დღის განმავლოვლობაში მიჰქონდათ ყვავილები, საბავშვო თოჯინები და სანთელები.  შეგახსენებთ რომ ბათუმში კორუპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია (დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და მათი ბიძა), ისინი უკვე დაკრძალეს. დანარჩენ დაღუპულებს კი დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 14 საათზე მიცვალებულთა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში რამდენიმე სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 10 11 21

ფოთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, 12 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, რამდემე კერძო და საჯარო სკოლა კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა,ზოგიერთი მათგანში ჰიბრიდული სწავლება მიმდინარეობს,უმეტესში- კი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდა.   აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის ხელმძღვანელს გოჩა ქორქიას ვესაუბრეთ,როგორც მან აღნიშნა რეგულაციები ფოთის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით დაწესდა. ცნობილია,რომ ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის  № მე-5-ე საჯარო და წმ.ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუა₾ო სკოლა სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამასთან  მე-15-ე საჯარო სკოლაში,სწავლა გაგრძელდება დისტანციურად,გარდა პირველი კლასისა, ხოლო დანარჩენ სკოლებში წერტილოვნად შეიზღუდა დასწრებით ფორმატში სწავლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის საგრანტო პროექტში მონაწილეობს 10 11 21

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მონაწილეობს ევროკავშირის საგრანტო პროექტში „EU4Culture”. პროექტის EU4Culture მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურის როლის ზრდას ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროცესში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) ექვს ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა. – აღნიშნული  ხორციელდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემდეგი კულტურის ინსტიტუტების მიერ: გოეთეს ინსტიტუტი; ჩეხეთის ცენტრები; დანიის კულტურის ინსტიტუტი; საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. პროექტი ოთხ ეტაპიანია. პირველადი შესარჩევი ეტაპი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა საქართველოს სხვა 4 ქალაქთან ერთად გადალახა. ამჟამად, მიმდინარეობს მეორე ეტაპისთვის მზადება. აღსანიშნავია,რომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი იწვევს დაინტერესებულ პირებს, მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის საგრანტო პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ჩაერთონ ქალაქის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 10 21

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის  1 530 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 23 ადამიანი დღეიდან საქართველოში ვაქცინაციის მინიმალურმა ასაკმა 12 წლამდე დაიწია. 12 წლიდან ვაქცინაცია დასაშვები იქნება იმ მოზარდებისთვის, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან. იმუნიზაციის პროცესში ბავშვების ჩართვა მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. 10 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.64%,-ია კომპანია AstraZeneca-ს ანტისხეულების ახალმა პრეპარატმა არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში დაავადების მძიმე ფორმის ან სიკვდილიანობის რისკი შეამცირა. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია AstraZeneca კვლევების შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. ეპიდემიოლოგები მე-2 ტალღის მოლოდინში არიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, ვირუსის მომდევნო ტალღა მძიმე იქნება. ვითარების შესაძლო გართულების მიზეზად ექიმები…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 11 10 21

17 ოქტომბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.12 ოქტომბერს ფოთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 +22 გრადუსი ,ხოლო ღამით +13 +15 გრადუსი იქნება, უნალექო შედარებით ღრუბლიანი დღე გველოდება.13 ოქტომბერს ფოთში, დღისით +24 +26 გრადუსი,ხოლო ღამით +14 +16 გრადუსი გველოდება,დღე უნალექოდ ჩაივლის,მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა.

იხილე მეტი
სიახლე 

„ვწერ მასწავლებლისთვის“ – ლიბერთი ბანკმა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა (R) 11 10 21

„ვწერ მასწავლებლისთვის“ – ლიბერთი ბანკმა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული დააჯილდოვა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, ლიბერთი ბანკი უკვე ხუთი წელია ლიტერატურული კონკურსის „ვწერ მასწავლებლისთვის“ – მხარდამჭერია. 2021 წელს კონკურსში გამარჯვებული მწერალი ბესო პაპასქუა გახდა. მას სხვა პრიზებთან ერთად გენერალური სპონსორისგან, ლიბერთი ბანკისგან 1000 ლარი გადაეცა.დეტალები ვნახოთ სიუჟეტში

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 08 10 21

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მობინადრეებს ამ დრომდე ეძებენ. ნანგრევებიდან ისმის მოქალაქეების ხმა, რომლებიც დახმარებას ითხოვენ.შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-15 ადამიანია მოყოლილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბათუმში, შემთხვევის ადგილას განუცხადა.

იხილე მეტი

ფოთის კულტურის სამსახურის უფროსი, სახალხო თოჯინების თეატრის დასს შეხვდა 08 10 21

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ფოთის ფოლკლორის ცენტრმაც განაახლა მუშაობა, მათ შორის ,,თოჯინების სახალხო თეატრი’’-მა დღეს ფოთის კულტურის,განათლების,ძეგლთადაცვის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ, ფოლკლორის ცენტრში ,,სახალხო,თოჯინების თეატრი’’-ს დასთან ,საინფორმაციო შეხვედრა გამართა, მათ სამომავლო გეგმებზე და გასახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.,,ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია ეს სფერო, ჩვენ სამომავლოდ ვგეგმავთ, რომ სახალხო თეატრთან ერთად არაერთი ერთობლივი ღონისძიება გავაკეთოთ . ’’ – განაცხადა ზურაბ ტიბუამაღსანიშნავია, რომ,, ფოთის სახალხო თოჯინების თეატრი’’,რეგიონში ერთადერთია და ის 42 წელია რაც ფუნქციონირებს, მსახიობები უკვე მუშაობენ პრემიერაზე და ნოემბრის ბოლოს, ფოთელი მაყურებელი კიდევ ერთ საინტერესო თოჯინურ სპექტაკლს იხილავს.

იხილე მეტი