დღეს საქართველოში გლოვის დღეა 11 10 21

დღეს საქართველოში გლოვის დღეა – საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. მთავრობის განკარგულებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. ტრაგედიის ადგილზე მოქალაქეებს გუშინ მთელი დღის განმავლოვლობაში მიჰქონდათ ყვავილები, საბავშვო თოჯინები და სანთელები.  შეგახსენებთ რომ ბათუმში კორუპუსის ჩამონგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია (დედა, მისი 2 მცირეწლოვანი შვილი და მათი ბიძა), ისინი უკვე დაკრძალეს. დანარჩენ დაღუპულებს კი დღეს ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც 14 საათზე მიცვალებულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი.

მსგავსი სტატიები