COVID სტატისტიკა 12 07 21
საქართველოში კოვიდინფიცირების 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა11 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.64%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3.87%, ხოლო 7 დღის განმავლობაში 4.24% იყო.Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 019-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 303 407 აცრა გაკეთდა.დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდვაქცინის ორივე დოზით აცრილი მოქალაქეებისთვის, საკოორდინაციო საბჭო შეღავათების საკითხს განიხილავს. მისივე განცხადებით, შესაძლოა, დაწესებულებებს, სადაც ყველა თანამშრომელი აიცრება, ე.წ. „მწვანე“ სტატუსი მიენიჭოს.ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 377 811 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 359 939, გარდაიცვალა 5 468 პაციენტი.კორონავირუსის…
იხილე მეტი