ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19 -ს 4 შემთხვევა დაფიქსირდა 16 07 21

საქართველოში კორონავირუსის 1 653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. ამერიკულ-გერმანული წარმოების ვაქცინით მოქალაქეები დილიდან იცრებიან. იმუნიზაციის პროცესში ჩართულია 30 ჯგუფი და მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. ამ დროისთვის, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის მხოლოდ 28 ათასი დოზაა ჩამოსული. პანდემიური ვითარება მძიმდება და წინა პერიოდთან შედარებით ბევრია ინფიცირებული ბავშვი. “დელტა” შტამი სწორედ მცირეწლოვნებისთვის არის საშიში. ყოველდღიურად ინფიცირებული პაციენტების 10% არასრულწლოვანია. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის განცხადებით, ციციშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 3 ჩვილიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. საკითხს გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. “დაემატა დამატებით საბავშვო კლინიკები, რადგან უკვე ადგილი აღარ იყო. პირველად ხდება მთელი პანდემიის ისტორიაში, როდესაც ბავშვების საწოლების დამატება გვიწევს,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეზღუდვების გაუქმება მიმართულია ეკონომიკის აღდგენისა და ბიზნესის გაცოცხლების მცდელობისკენ და იმისკენ, რომ მოსახლეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველანაირ რეგულაციაზე შეგვიძლია უარი ვთქვათ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 653 ახალი შემთხვევიდან სამეგრელო – ზემო სვანეთში – 72 შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად რუხის კლინიკაში იმყოფება – 114კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკაში – 10.სენაკის კლინიკა სენამედში 72.,აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში – 17 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედში – 24. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით გასული 24 საათის განმავლობაში,ფოთში კოვიდ-19-ის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული კვირის კოვიდ სტატისტიკაზე ნინო ლეფსაია გვესაუბრება

მსგავსი სტატიები