სიახლე 

,,კურსორის” სტუმრები არიან ბაჩუკი სულამანიძე და ელგუჯა გოგია 16.02.21

თბილისში,13 თებერვალს, შერეული ორთაბრძოლების ფედერაციის აღმოსავლეთ ევროპის სპორტულ დარბაზში, საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური ჩატარდა შერეულ ორთაბრძოლაში.66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფოთელმა ელგუჯა გოგიამ გაიმარჯვა. დღეს კურსორის სტუმრები არიან : გამარჯვებული ელგუჯა გოგია და მისი მწვრთნელი ბაჩუკი სულამანიძე,რომლებიც დაძლეულ მეტოქეზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრბიან.

იხილე მეტი

რამდენად ინფორმირებულია მოსახლეობა გრიპის ვირუსზე 16.02.21

გრიპი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსია. იგი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდება და სეზონურობით ხასიათდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შემთხვევები წლის კონკრეტულ დროს პიკს აღწევს.როგორც ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის ფონზე, წლევანდელი გრიპის სეზონი განსაკუთრებით საყურადღებოადღეს ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ფოთის მოსახლეობის ნაწილი გამოკითხა ვეცადეთ გაგვერკვია რამდენად არის მოსახლეობა ინფორმირებული სეზონურ გრიპთან დაკავშირებით და რა ზომებს მიმართავენ ისინი.აღმოჩნდა რომ ფოთის მოსახლეობის უმრავლესობა სეზონური გრიპისა და ვაქცინაციის შესახებ არაინფორმირებულია.სწორედ ამიტომ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ჩვენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსს ნინო ხურიას დავუკავშირდით ყველას ვისაც ოჯახის ექიმის მიმართვა…

იხილე მეტი
სიახლე 

ქალაქ ფოთში, უეფას მესამე კატეგორიის სტადიონის ტრიბუნებისა და სათადარიგო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობის სამუშაოები სრულდება.პროექტის ფარგლებში,ცენტრალური სტადიონის სამხრეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნა შენდება,რომელიც 2740 მაყურებელზეა გათვლილი.ტრიბუნის ქვეშ გასახდელები, სველი წერტილები და სწრაფი კვების სივრცეები მოეწყობა.ძირითადი სტადიონის განათება-გახმოვანება და სახანძრო სისტემაც მონტაჟდება.ასევე ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მოწყობაცაა დაგეგმილი.პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და რეგიონის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

იხილე მეტი
სიახლე 

შავ ზღვაში 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა 15.02.21

გასულ უქმეებზე,, შავ ზღვაში” 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა,რის გამოც ,,კუნძულის უბნის” სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია დაიტბორა .ზღვამ ქვაღორღი გამორიყა,დააზიანა სახლები, სანაპირო ზოლი და საფეხბურთო მოედნის ხელოვნური საფარი.მიუხედავად იმისა რომ სანაპირო ზოლი დასუფთავებულია ,და პრობლემაც ნაწილობრივ აღმოიხვრა, მოსახლეობა მაინც შიშობს რომ თუ სანაპირო ზოლის გამაგრება ვერ მოხერხდა ისინი სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე დადგებიან. სინოპტიკოსების თქმით შტორმის ინტენსივობა იკლებს და ის მოსახლეობისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს, მაგრამ დღესდღეობით ზღვის სანაპიროს გამაგრებითი სამუშაოები ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 15 02 21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 544 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 57. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ პაციენტი გადის,..ფოთის ჰოსპიტალში 36 კოვიდპაციენტია მათ შორის 5მძიმე . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 30 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა -11 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 25 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 119 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 51 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 15 02 21

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით 16-17 თებერვალს საქართველოში წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლია მოსალოდნელი. ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს.ფოთში 16 თებერვალს დღისით +6 +8 გრადუსი იქნება ხოლო ღამით  +3  +5. დღის განმავლობაში მოსალოდნელია წვიმა ,ხოლო ღამით თოვლჭყაპი.17 თებერვალს დღისით +3  +5  გრადუსი,ხოლო ღამით +1  +3  ძირითადად ნალექი გველოდება  თოვლჭყაპის სახით,დღის მეორე ნახევარი კი უნალექოდ ჩაივლის.

იხილე მეტი
სიახლე 

კურსორის სტუმარია გიზო სესკურია 12.02.21

“ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის” მტაცებელი ფრინველების კონსერვაციის პროექტი გრძელდება. პირველად საქართველოში, თბილისის ზოოპარკში მტაცებელ ფრინველთა რეაბილიტაციის ცენტრი იხსნება. იდეის ავტორთა მთავარი მიზანი ველურ ბუნებაში დაზიანებული ფრინველების მკურნალობა შემდეგ კი მათი ველურ ბუნებაში დაბრუნებაა.აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ კურსორის სტუმარია ,,ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის’’ წარმომადგენელი გიზო სესკურია

იხილე მეტი