სიახლე 

ფოთში სუპერმარკეტი კარფური გაიხსნა 17.02.21

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი ფოთში გახსნა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მშვიდობის ქუჩა #2-ში განთავსებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე Poti Mall -ი 3000 კვადატულ მეტრს მოიცავს და საკუთარ სივრცეში მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ფოთში სავაჭრო ცენტრის გახსნით ჯამურად 150-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა.

კარფურის ახალი ფილიალი, ფოთი მოლში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, 9:00 დან ღამის 19:30 – საათამდე მოემსახურება. ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნით. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
Poti Mall -ი ფრანგული ბრენდი “კარფურით”, „ფარმადეპოს“ აფთიაქით, საოჯახო ტექსტილის კომპანია TAÇ/Manamo-ს მაღაზიებით, სწრაფი კვების ობიექტებით, სამკაულებისა და კოსმეტიკური საშუალებების კუთხეებით ყოველდღიური საყიდლებისა და დასვენებისთვის უაღრესად მომხიბვლელი სივრცეა.

მსგავსი სტატიები