სიახლე 

,,კურსორის” სტუმარია გოჩა ქორქია. 10.02.21.

ფოთის მუნიციპალიტეტი,მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამის ფარგლებში გეგმავს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის ტრანსპორტის უფასოდ სარგებლობას დღეში 2 -ჯერ.ამისთვის აუცილებელია მოსწავლეების სატრანსპორტო ბარათების დამზადება.მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებისათვის პირბადეების ტარება სკოლაში აუცილებელი იქნება, ამის შესახებ განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ფოთში ორი სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ კურსორის სტუმარია : ქალაქ ფოთის რესურს-ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენიმე თვეა რაც ცენტრალურმა სავადმყოფო ბომონდმა ფოთში დაიწყო ფუნქციონირება 10 02 21

უკვე რამდენიმე თვეა რაც ცენტრალურმა სავადმყოფო ბომონდმა ფოთში დაიწყო ფუნქციონირება.სრული დატირთვით მუშაობს-სამეანო-ნეონატოლოგიური და გინეკოლოგიური განყოფილებები,ახალშობილთა  მოვლის ინტენსიური პალატა, ქალთა კონსულტაცია. ამბულატორიული სამსახური,თანამედროვე დონის ლაბორატორია.1 მარტიდან კლინიკის ახალ კორპუსში ემერჯენსი, ქირურგიული, ნეიროქირურგიული და რეანიმაციული სამსახურები იფუნქციონირებსმარტის შუა რიცხვებიდან კლინიკაში დიალიზის ცენტრი გაიხსნება, რომელიც უკვე აღჭურვილია თანამედროვე დონის აპარატურითა და პროფესიონალთა გუნდით.კლინიკაში უსაფრთხოების ყველა  წესის დაცვით მოეწყო რადიოლოგიური დეპარტამენტი, დამონტაჟდა თანამედროვე აპარატურა ციფრული რენტგენი და კომპიუტერული ტომოგრაფია.კლინიკის ახალი კორპუსი 64 პაციენტზეა გათვლილი ,სადაც უკვე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა და  თანამედროვე დონის აპარატურა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, დისტანციური სწავლება 2 სკოლაში მიმდინარეობს 10 02 21

ფოთში, დისტანციური სწავლება ორ სკოლაში მიმდინარეობს .  მეოთხე საჯარო სკოლაში დირექტორს, საქმეთა მწარმოებელს და დარაჯს კორონა ვურუსი დაუდასტურდათ. სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ასევე დისტანციურ ფორმატში აგრძელებს სწავლას მესამე საჯარო სკოლის მხოლოდ ერთი  კლასი, სადაც ვირუსი მოსწავლეს დაუდგინდა. მიუხედავად იმისა,რომ კორონავირუსი არ დადასტურებულა ,მშობლების მოთხოვნით გაკვეთილები ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, თამარ ფაჩულიას სკოლა-გიმნაზიაშიც, აღნიშნული საკითხის გასარკვევად  ჩვენ სკოლა- გიმნაზიის დირექტორს თამარ ფაჩულიას დავუკავშრდით.ფოთში დანარჩენ საჯარო და კერძო სკოლებში  სასწავლო პროცესი  საკლასო ოთახებში აქტიურად მიმდინარეობს,ყოველგვარი რეგულაციების დაცვით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 10 02 21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 544 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში  57. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 47 კოვიდ პაციენტი გადის,..ფოთის ჰოსპიტალში 36 კოვიდპაციენტია მათ შორის 5მძიმე . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 30 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა -11 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 25 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 119 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 51 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს 10 02 21

წყალმომარაგების კომპანია ფოთში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს: პირველი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც , მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში.წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია სამუშაოების დაახლოებით 80 % შესრულებულია,თუმცა რეაბილიტაციის პროცესში არის მცირე ხარვეზები ,რომლებიც თებერვლის ბოლოსათვის აღმოიფხვრება. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას.ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 09 02 21

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გამოიღვიძე”-ს დამფუძნებელი ანა იოსავა ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაუკავშირდა. ის ქალაქის გზებზე არსებულ პრობლემებს აპროტესტებს.მისი თქმით ფოთში მხოლოდ მერის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ასფალტის საფარი დაგებული,გზის დარჩენილი ნაწილი კი მოუწესრიგებელია და შესაბამისად მოსახლეობასაც გადაადგილება უჭირს. როგორც ანა იოსავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე,თუ როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია.ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ლევან სონგულიას დავუკავშირდით როგორც მან აღნიშნა : კონკრეტული ვადა როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია,თუმცა,სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია პაატა ცაგარეიშვილი 09 02 21

გასული წლის სტატისტიკის მიხედვით სანტრასპორტო საკონტეინერო გადაზიდვები 20 პროცენტით შემცირდა,ამ საკითხთან დაკავშირებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი გვესაუბრება

იხილე მეტი

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა.

განათლება:1987-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტისპეციალობა – სამართალმცოდნე2021 წლის 9 თებერვლიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე2017-2019 წლებში – შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“, თანამდებობა – დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში2017-2019 წლებში – შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა – ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID19 – ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 02 21

ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 829 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 95. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდ პაციენტი,..ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 6 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 33 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 . აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 15 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 31 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 57 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 51 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი