დღეს ჰიდროგრაფიულ სამსახურში შეხვედრა გაიმართა 12.02.21

დღეს საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის საკონფერენციო დარბაზში, ქალაქის საჯარო და კერძო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა,რომელსაც ფოთის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრისას პანდემიის დროს სკოლების მიერ განხორციელებული ონლაინ პროექტები განიხილეს.მიმდინარე პერიოდში განათლების განყოფილებისთვის მთავარ მიზანს მოსწავლეებში დისტანციური სწავლების წახალისება წარმოადგენდა.
სულ ჩატარებული 18 პროექტის საფუძველზე წარმატებული მოსწავლეები და საკოორდინაციო საბჭოს წევრი მასწავლებლები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.
საგანმანათლებლო ცენტრი საქმიანობას პარტნიორ ორგანიზაცია – ,,საბავშვო უნივერსიტეტთან’’ ერთად 2014 წლიდან დღემდე ახორციელებს.

მსგავსი სტატიები