სიახლე 

“კურსორის” სპეცგამოშვების სტუმარია ფოთის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნალიტა ამირანაშვილი 13 11 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელი ნალიტა ამირანაშვილი , რომელმაც პანდემიის პირობებში თეატრის ფუნქციონირების, წარმოქმნილი პრობლემების და გეგმების შესახებ ისაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევაა 13 11 20

დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 16 981. გარდაიცვალა 37შ ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 73 154-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 55 511- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 981 ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 636 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი 41 958 შეადგენს. დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “კოლხეთი1913”-მა ლანჩხუთის “გურია” დაამარცხა 13 11 20

ფოთში საფეხბურთო ცენტრის (ე.წ. ,,მალანიას“) სტადიონზე, ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგის მე-11 ტურის გამოტოვებული თამაში შედგა. ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი 1913“ და ლანჩხუთის ,,გურია“ დაუპირისპიდა. კოლხეთის გუნდი მე-8 წუთზე ლაშა გვალიამ დააწინაურა, შემდეგ ვალერი ოლხოვიმა დუბლი შესარულა და პირველი ტაიმი 3-0 დასრულდა. მეორე ტურში თორნიკე მუმლაძემ და ვალერი ოლხოვმა გუნდი კიდევ ორი ბურთით დააწინაურეს. საბოლოო ჯამში კი “კოლხეთი 1913”-მა 5-0 სძლია ლანჩხუთის “გურიას”. ჩვენ გუნდს ეროვნული ჩემპიონატის მესამე ლიგაზე სულ 5 თამაში აქვს დარჩენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 38 შემთხვევა დაფიქსირდა 12 11 20

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 3 120 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის ჩვენს რეგიონში 332,სამწუხაროდ გარდაიცვალა 33 ადამიანიაღსანიშნავია , რომ გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობის კუთხით დღეის მდგომარეობით პოზიტიური დინამიკაა. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 358 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 52 169-მდე. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 887. მათგან 4 918 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, დანარჩენი კი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ბინაზე.თვითიზოლაციაში იმყოფება 40 475 პირი, ფოთში კოვიდ19-ით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევაა, დეტალებზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზპგადოებასთნ ურთიერთობის მენეჯერი ნინო ლეფსაია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჭაბონამა სამოყვარულო ფეხბურთში სამეგრელოს ჩემპიონი გახდა 12 11 20

გუშინ მარტვილის სტადიონზე მოყვრულთ შორის საქართველოს ჩემპიონატის , სამეგრელოს რეგიონის ფინალური მატჩი გაიმართა. ზუგდიდის “მერგი” და ფოთი “ჭაბონამას” დაუპირისპირდა მატჩი “ჭაბონამას” გამარჯვებით 9:2 დასრულდა. ამ გამარჯვებით “ჭაბონამა” სამეგრელოს ზედიზედ სამგზის ჩემპიონი გახდა,

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ბექა გოგინავა 11 11 20

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ახალი გამოწვევები გააჩინა, ფოტოვიდეო გადაღების დროს აქტიურად დაიწყეს დრონების გამოყენება, ამას კი თვისებური წესებისა დ რეგულაციების დაცვა ესაჭიროება. “კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთელი მაგისტრანტი სტუდენტი ბექა გოგინავა, რომელმაც წარმატებით გაიარა სპეციალური კურსები და დრონის ოპერატორის ინსტრუქტორის სერთიფიკატი მოიპოვა, მას შესაძლებლობა აქვს უკვე სხვებსაც გადასცეს თავისი ცოდნა და ამისათვის ფოთში ტრენინგებს გეგმავს,

იხილე მეტი

გაიგე მეტი COVID-19 – ს შესახებ 11 11 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.  სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპის და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მოახლოვდა. დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი ადვილად გადააქვს, თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში გართულებები, კორონავირუსის ეპიდემიისას, გართულებების თავიდან ასაცილებლად,  განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სეზონური გრიპის პროფილაქტიკას, რაც უპირველეს ყოვლისა ვაქცინაციით მიიღწევა.   რამდენად არის ინფორმირებული   ფოთელი  მოსახლეობა   აღნიშნული  საკითხით  ჩვენი  ჯგუფი  დაინტერესდა. ფოთელების  აზრი არაერთგვაროვანია “კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია  ევექსის ფოთის პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა, რომელიც სეზონური…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 11 11 20

კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ფოთში კვლავ მზარდია, ამჟამად ვირუსზე დადებითი პასუხი 51 პირს მოუვიდა. საზოგადოებრივი კანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დაავადებულები როგორც სხვადასხვა სამსახურების გეგმიური შემოწმების, ასევე სიმპტომებიანი პაციენტების ექიმთან მიმართვის შედეგად გამოვლინდნენ

იხილე მეტი