სიახლე 

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში,“ხელშეკრულება ხალხთან“ წარადგინა 01 09 20

ევროპულმა საქართველომ ფოთში,მალთაყვაში „ხელშეკრულება ხალხთან“, წარადგინა რომელიც გაფორმდება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. ევროპული საქართველოს „ხელშეკრულება ხალხთან“ მოიცავს სხვადასხვა პუნქტს, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება. ხელშეკრულებაში შესულია ყველა ის კომპონენტი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც ევროპული საქართველო გამარჯვების შემთხვევაში დეკლარილებულად აპირებს.ხელშეკრულებას ხელს ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი, გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია აწერენ.დოკუმენტი ყველა მოქალაქეს საარჩევნო პერიოდში გადაეცემა.ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა ვალდებულებათა ბარათი, რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, გარკვეულ ვალდებულებას იღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 01 09 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 2სექტემბერს მოსალოდნელი ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26 ° +28°;ღამით: +22° +24° იქნება. 3 სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +28° ; ღამით: +22° +26°. 4სექტემბერს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27° +29° ; ღამით: +23° +25°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში 3 პაციენტია მოთავსებული 01 09 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, 88 წლის მამაკაცს კი კორონავირუსი არ დაუდგინდა. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული. ამჟამად, კლინიკაში 70 წლის ქალი, ასევე 69 და 80 წლის მამაკაცები ფოთიდან იმყოფებიან. მათ მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.

იხილე მეტი
სიახლე 

„ევროპულმა საქართველომ“ ფოთში „ევროპული სახლი“ გახსნა 31 08 20

ფოთში ,,ევროპული სახლი” გაიხსნა, მისი დიასახლისი ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგა ბოკერიას დედა, ცნობილი ქართველი მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია იქნება. აქ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ პირადად გაეცნონ პარტიის საარჩევნო გეგმებს, და მიიღონ სხვადასხვა იურიდიული კონსულტაციები, ასევე მოეწყობა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჟურნალისტებისათვის ეკოტური ჩატარდა 17 08 20

16 აგვისტოს ფოთში, პროექტის „მდინარეები ნარჩენების გარეშე-სუფთა შავი ზღვა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონისა და ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის ეკოტური თემაზე: „მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემები“ ჩატარდა. ეკო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა კოლხეთის ეროვნული პარკი, შუქურა და ადგილი, სადაც მდინარე რიონი შავ ზღვას უერთდება, მოინახულეს მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია პარკის ბიომრავალფეროვნებისა და შავი ზღვის დაბინძურების პრობლემების შესახებ. ჟურნალისტები პროექტისა და ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად შავი ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ . მედიის წარმომადგენლები მდინარეებისა და ზღვის დაბინძურების პრობლემებზე შესაბამის პუბლიკაციებს და სიუჟეტებს მოამზადებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 17 08 20

15-16 აგვისტოს ფოთში საქართველოს ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში ჩატარდა.სპორტსმენები ერთმანეთს 14, 16, 18, 23 და დიდების ასაკობრივ კატეგორიებში , 1000, 1500 და 2000 მეტრ დისტანციებზე დაუპირისპირდნენ. ერთადგილიან ნავებში ვაჟთა შორის ჩემპიონობა სხვადასხვა ასაკში გიორგი კანთელაძემ, ნოდარ მარტოლეკმა, საბა ქველაძემ, გიორგი გაბელაიამ, ლუკა კვერნაძემ მოიპოვეს, გოგონათა შორის კი ლორა ჩორგოლაშვილმა, ქეთევან ჩხაიძემ და მარიამ კუხალეიშვილმა იმარჯვესმამაკაცებს შორის ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით სხვადასხვა ასაკში ჩემპიონობა მოიპოვეს: ნოდარი მარტოლეკი/ოთარ მოთიაშვილის, გიორგი ბურდული/საბა ქველაძის, გიორგი გვახარია/ლუკა კვერნაძის და შოთა სართანია/გიორგი ხოშტარიას წყვილებმაგოგონათა შორის კი საუკეთსოები დალი ჩივაძე/ლოლა ჩორგოლაშვილის და მარიამ კუხალაშვილი/მარიამ ქვარცხავას წყვილები იყვნენშერეული ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „კეფალის ფესტივალი“ გაიმართა 17 08 20

ფოთში, “კეფალის ფესტივალი” გაიმართა. ის “კოვიდ 19″ის გამო განსხვავებულ პირობებში, ონლაინ რეჟმში ჩატარდა. მოსახლეობას “კეფალის ფესტივალის” ფეისბუქ გვერდიდან ჰქონდა საშუალება ენახა ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული ღონისძიებები. ფესტივალის ორგანიზატორი, ნანა ტაბიძე, ოქროს ტბაზე შეკრებილ საზოგადოებას კეფალის ფესტივალზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჩატარდა არაერთი სპორტული აქტივობა . ფესტივალის ფარგლებში, “ქალთა კლუბის” ჩართულობით გაიმართა გარბენი, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა , რის შემდგომაც სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ვიდეოექსკურსიები, მომზადდა ადგილობრივი კერძები, ასევე შედგება მინილექცია event tourism-ზე. კეფალის ფესტივალი ჩვენ ქალაქში უკვე მეოთხე წელია იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

საგზაო საფრთხე და დასავლური პრაქტიკა

ავტორი: თამთა კაკაჩია 10 აგვისტო – მახინჯაურში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი ; 7 აგვისტო – კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა ; 6 აგვისტო – გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც ; 6 აგვისტო – ანანურთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ხუთი დღის არასრული მონაცემია. ამავე პერიოდში იყო სხვა შემთხვევები, რომლის დროსაც ლეტალური შედეგი არ დამდგარა, მაგრამ იყვნენ დაშავებულები. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში ანუ სამ თვეში: იანვარი, თებერვალი, მარტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 134 მოქალაქე გარდაიცვალა, მეორე კვარტალში –…

იხილე მეტი
სიახლე 

შრომის ევროპული სტანდარტი ქართულ კოდექსში

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი 2010 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებული და დღემდე მასში 14 ცვლილება განხორციელდა. როგორც კოდექსის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, იგი „აყალიბებს ლიბერალურ მიდგომებს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ რეგლამენტაციასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა და ამ სფეროში მხარეთათვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება.“ თუმცა მოსალოდნელმა ცვლილებებმა აღნიშნული მიდგომის ერთგვარი რევიზირება უნდა მოახდინოს, სადაც დაწესდება დასაქმებულის შრომითი უფლებების საბაზისო სტანდარტები და გაიზრდება სახელმწიფოს როლი მისი უფლებების დაცვის კუთხით.  2014 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად,…

იხილე მეტი