სიახლე 

მარტოწყალას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტი დაფიქსირდა 16 07 20

ფოთში ,,მარტოწყალა“-ს (ე.წ გაზკანტორის) ტბის მიმდებარე ტერიტორია, მეთევზეთა კლუბის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ მოხალისეებმა დაასუფთავეს. თუმცა აღნიშნული ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის ფაქტი დაფიქსირდა. ჩვენი ჯგუფი აღნიშნულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა 16 07 20

ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევში, 40 ჰექტარზე გაშენებული კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა. ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება მოხდება. ყოველწლუირად დაცულ ტერიტორიებზე რამდენიმე ათასი ადგილობრივ კოლხური ხოხობის გაშვება მოხდება. ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად დაესწრო და ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა. მათ ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაიციების შესახებ ისაუბრეს. წელს ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო.

იხილე მეტი
სიახლე 

“პისიარ“ კვლევისთვის შსს-ს 88 თანამშრომლის სინჯი გაიგზავნა 16 07 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის დამატებით 22 პირის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ისინი, თვითიზოლაციაში მყოფი პირი, ტუბდისპანსერის პაციენტი და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები არიან. მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის კიდევ 88 პირის ბიოლოგიური მასალა აიღეს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან.მათი ნიმუშები ლაბორატორიაში კვლევისათვის ხვალ დილით გაიგზავნება. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ბექა გუგუშვილი 15 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის “სპოტრისა და ტურიზმის ცენტრის” დირექტორი ბექა გუგუშვილი

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნ 15 07 20

დღეს შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი გაიხსნა, რომელიც თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით, ბიომრავალფეროვნების შემეცნების საუკეთესო გარემოპირობებითა და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია არა მხოლოდ შავი ზღვისპირეთში, არამედ მთელს რეგიონში. ბაღი გაშენებულია 60 ჰექტარზე, საიდნაც 18 ჰექტარი დათმობილი აქვს ადგილობრივი ფლორის 29 უნიკალური სახეობის 200 ზე მეტ გიგანტურ ხე მცენარეს, ხოლო დანარჩენ 42 ჰექტარზე თავმოყირლია მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა.დღეს ბაღს ვიზიტორები საქართველოს ყველა კუთხიდან სტუმრობენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გამოკვლეულ შსს-ს თანამშრომლებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ 15 07 20

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 47 წლის მამაკაცია მოთავსებული. იგი სენაკიდანაა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, ფოთიდან „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 54 პირის კვლევის შედეგი ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა. გამოკვლეული პირები პირველადი ჯანდაცვის სფეროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ასევე თვითიზოლაციაში მყოფი პირები არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ჯავახიშვილის ქუჩაზე 15 07 20

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტა. მათი თქმით წლებია პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება და მისი გადაზიდვა ღია წესით ხდება. ადგილიბრივების თქმით გაურკვეველი წარმომავლობის ნივთიერება მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია და ამის შესახებ ერთ ერთი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დასკვნაშიც წერია. აქციის მონაწილეები პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სტუდია “ამბოს” ორგანიზებით საზაფხულო ფესტივალი გაიმართება 14 07 20

ფოთში მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. ფესტივალის ფარგლებში პლიაჟის ფეხბურთის ტურნირი იგეგმება, რომელზეც ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ორგანიზატორების განცხადებით, შეიქმნება სივრცე რომელიც, ფოთის ტურისტული ცენტრი გახდება. აქ დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე.ორგანიზატორები მიიჩნევენ,რომ მალთაყვის სანაპირო ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება, რადგან ის თავისი შინაარსით და მნიშვნელობით უნიკალური ადგილია.

იხილე მეტი