სიახლე 

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში 23 07 20

გუშინ ფოთში,რუსთაველის რკალზე, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალსა და ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ორივემათგანი დაშავდა, თვითმხილველთა ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ორივე მათგანი გზაზე გადასვლას ცდილობდნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით ქალს თავის ტრამვა მოზარდს კი ზედაპირული ტრამვა აღენიშნება. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი სტატიები