სიახლე 

ფოთში სტუდია “ამბოს” ორგანიზებით საზაფხულო ფესტივალი გაიმართება 14 07 20

ფოთში მალთაყვის სანაპიროზე საზაფხულო ფესტივალი გაიმართება. ორგანიზატორები “სტუდიო ამბო” და მეგობრები არიან. ფესტივალის ფარგლებში პლიაჟის ფეხბურთის ტურნირი იგეგმება, რომელზეც ,,ბორის პაიჭაძის“ თასი გათამაშდება. ორგანიზატორების განცხადებით, შეიქმნება სივრცე რომელიც, ფოთის ტურისტული ცენტრი გახდება. აქ დამსვენებლებს სხვადასხვა აქტივობებს შესთავაზებენ. იქნება ღია კინო თეატრი, მოეწყობა კაფე და დასვენების სივრცე.ორგანიზატორები მიიჩნევენ,რომ მალთაყვის სანაპირო ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება, რადგან ის თავისი შინაარსით და მნიშვნელობით უნიკალური ადგილია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების წარმატება 14 07 20

დიანა ლომაიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა,რომელიც 9-10 ივლისს ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე 20 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა მასში 20 წლამდე ასაკის საქართველოს საუკეთესო 8 გოგონა მონაწილეობდა. 15 წლის დიანამ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ გამარჯვებით მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 20 წლამდელთა დაფაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი მიიღებს. მონაწილეთა შორისაა საჭადრაკო…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 14 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 15ივლისს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი. დაჰქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°; ღამით: +21° +23° იქნება. 16ივლისს მოსალოდნელია ძირითადად მოწმენდილი ცა ასევე უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25° +27° ; ღამით: +22° +24°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 41 წლის ქალბატონს COVID-19 არ დაუდასტურდა 14 07 20

ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 41 წლის ქალს კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა. ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გარდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, დამატებით კიდევ ოთხი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ტესტირება ორ მძღოლსა და თვითიზოლაციაში მყოფ ორ პირს ჩაუტარდა. კვლევების პასუხები დღეს გახდება ცნობილი. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია კონსტანტინე თოფურია 13 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია, რომელიც წყალდიდობის გამო ქალაქში შექმნილ პრობლემებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი

”კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გოჩა ქორქია 13 07 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსი გოჩა ქორქია, რომელიც ორ საგანში, ქართულ ენასა და ისტორიაში დასრულებულ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი