სიახლე 

ფოთელი მოჭადრაკეების წარმატება 14 07 20

დიანა ლომაიამ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირში ბრწყინვალე შედეგი აჩვენა,რომელიც 9-10 ივლისს ონლაინ პლატფორმა chess.com-ზე 20 წლამდე გოგონათა შორის გაიმართა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა მასში 20 წლამდე ასაკის საქართველოს საუკეთესო 8 გოგონა მონაწილეობდა. 15 წლის დიანამ 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მან ამ გამარჯვებით მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 20 წლამდელთა დაფაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 20-30 ივლისს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ჩატარდება. ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს 10 უძლიერესი ქალი: 8 საერთაშორისო დიდოსტატი, 1 საერთაშორისო ოსტატი და 1 ფიდეს ოსტატი მიიღებს. მონაწილეთა შორისაა საჭადრაკო კლუბის მოსწავლე, ფიდეს ოსტატი – ელენე წოწონავა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 600 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ტურნირებზე და კოვიდ 19ის გამო შექმნილ პრობლემებზე საჭადრაკო სამყაროში ფოთის საჭადრაკო კლუბი ,,ნანა“ს დირექტორს დავით კოდუას ვესაუბრეთ.

მსგავსი სტატიები