„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ირაკლი ლეჟავა 24 06 20
„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ირაკლი ლეჟავა
იხილე მეტი„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ირაკლი ლეჟავა
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია თეატრმცოდნე, ქართული თანამედროვე თეატრის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი, ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც პანდემიის პირობებში ქართული თეატრის პრობლემებზე და მომავალზე გვესაუბრა
იხილე მეტიფოთში რამდენიმე დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია იმართებოდა. ტრაილერის მძღოლები იმ რეგულაციებს აპროტესტებდნენ რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში თავისივე ფინანსური სახსრებით განმეორებით ტესტისთვის საკარანტინო ზონაში უნდა გამოცხადებულიყვნენ. თუ რა მდგომარეობაა დღეის მონაცემებით. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს დავუკავშირდით სადაც განაცხადეს რომ მძღოლი საქართველოში საზღვარზე შემოსვლისას გადის ტესტირებას, რომელიც უფასოა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას ეძლევა 72 საათი, რომლის შემდეგ ვალდებულია, საქართველოში ყოფნის დროს 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ გაიაროს ტესტირება. განმეორებითი ტესტის ღირებულება კი, მხოლოდ შესაბამისი კლინიკის მომსახურების საფასურს – 20 ლარს შეადგენს.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 20ივნისს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი,დღისით უმეტესად უნალექოდ, ღამით დროგამოშვებით წვიმა ელჭექით.ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 ° +24°; ღამით: +19 +21 იქნება.21ივნისს მოსალოდნელია ძირითადად მოღრუბლული ამინდი ,ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმაც, ღამით უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +22 +24 ; ღამით: +20 +22 იქნება22ივნისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ძირითადად უნალექოდ, დილით ბურუსი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23 +25; ღამით +20 +22იქნება
იხილე მეტილეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა ხორავა განცხადებას ავრცელებს, ის რუსთაველის რკალზე ორ ლოკაციაზე თვითნებურად მოწყობილ ავტომანქანების ბაზრობას აპროტესტებს, რაც როგორც თავად განმარტავს ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მამუკა ხორავა სპეციალური ტერიტორიის გამოყოფას და ავტომანქანების ბაზრობის გადატანას ითხოვს.
იხილე მეტიფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, კლინიკაში იმყოფება 30 წლის პაციენტი ფოთიდან. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“-კვლევისთვის. ამჟამად ის ბოქსირებულ პალატაში გადის მკურნალობას. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 50 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 47 პირია თვითიზოლაციაში. გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 136 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.
იხილე მეტი“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთელი სტუდენტი გიორგი კოკაია, რომელმაც პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად იუმორისტული ონლაინთამაში “სახალისო რა სად როდის” მოიფიქრა და 1 თვის განმავლობაში მათთან ერთად ონლაინ თამაშობდა
იხილე მეტიბოლო დროს ჩვენს ქალაქში ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევებმა იმატა. რამდენად იცავენ მოქალაქეები გზაზე გადასვლისას წესებს და რა არის მიზეზი გახშირებული შემთხვევბის. მძღოლების თუ მოქალაქეების უყურადღებობა? აღნიშნული საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა.
იხილე მეტისაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი 45 მებაჟის ტესტის პასუხები ცნობილია, „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდგინდა.აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით ხორციელდება. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 41 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 42 პირია თვითიზოლაციაში.
იხილე მეტიხმაური იყო ფოთში, ტანსაცმლის ბაზრობაზე, ამ დილით ე.წ “პასაჟებში” მოვაჭრეებს მათი მაღაზიები დაკეტილი დახვდათ. როგორც ტანსაცმლის რეალიზატორები ამბობენ ისინი ბაზრობის მოსალოდნელი დახურვის გამო არავის გაუფრთხილებია და არც მიზეზი განუმარტავთ . ადგილზე დილით მისულებს კი მუშაობის შესაძლებლობა არ მიეცათ. ბაზრის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ გადაწყვეტილება ადმინისტრაციამ მიიღო,რადგან ბაზრის ტერიტორიაზე მისასვლელი გზა ჩახერგილია და ხანძრის შემთხვევაში მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ ექნებათ. ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია მოვაჭრეებს მოუწოდებს გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ პროცესს, ქალაქის მერიასა და ზედამხვედველობის სამხახურს კი მოუწოდებს მიიღონ ზომები და უზრუნველყონ უსაფრთხოების ნორმების დაცვა. შეგახსენებთ ,რომ 2017 წლის ივლისში ე.წ “პასაჟები”ხანძრის…
იხილე მეტი