სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 29 წლის მამაკაცი მოათავსეს 02 07 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 29 წლის მამაკაცია მოთავსებული. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ,,პისიარ” კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 106 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში კი 14 გუშინ, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 255 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა უარყოფითია.

მსგავსი სტატიები