სტუდია ვაშინგტონი 05 12 19
მოგესალმებით, ეთერშია „სტუდია ვაშინგტონი“ ამერიკის ხმისა და რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის ერთობლივი პროექტი. ვაშინგტონიდან თქვენთვის მარიამ უგრეხელიძე მუშაობს. პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩართულ კანდიდატებს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანი შეუერთდა. მაიკლ ბლუმბერგი, ქალაქ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი და ფილანტროპია. მის სახელს და პიროვნებას ამერიკაში საკმაოდ კარგად იცნობენ. გამოკითხვების თანახმად, ბლუმბერგს ახლა დემოკრატების დაახლოებით 3 %-ის მხარდაჭერა აქვს. თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც კამპანიას გამოკვეთილი ლიდერი არ ჰყავს, ბლუმბერგის ფინანსები მას დამოუკიდებელი კანდიდატის იმიჯს უქმნის და ეს მას გავლენის მოპოვებაშიც დაეხმარება. კლიმატის ცვლილებები უფროდაუფრო აქტუალური საკითხი ხდება. მადრიდში კლიმატის სამიტზე…
იხილე მეტი