სიახლე 

ფოთის „ჭაბონამას“ და „ნახალოვკის“ მატჩი ორჯერ ჩაიშალა 02 12 19

კვირას 1 დეკემბერს ფოთში ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა საქართველოს მოყვარულთა თასი 2019-ის 1/4 ფინალური მატჩი. სადაც ფოთის “ჭაბონამა” თბილისის ,, ნახალოვკას” დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში გაილია და ანგარიშიც 0:0 დაფიქსირდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მსაჯმა თამაში შეწყვიტა, კოკისპირული წვიმის გამო. გუნდები მარტვილში გაემგზავრნენ, სადაც ფოთში დაწყებული შეხვედრის მეორე ტაიმი ითამაშეს. მარტვილში ჯერ თბილისელები დაწინაურდნენ. თუმცა ფოთელებმა შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, რის შემდეგაც “ნახალოვკას” ფეხბურთელები მსაჯს დაუპირისპირდნენ და თამაში შეწყდა. საბოლოოდ მატჩის ბედს ფედერაცია გადაწყვეტს. ჩვენი ინფორმაციით თამაშის ჩაშლის გამო თბილისის “ნახალოვკას” წაგება ჩაეთვლება.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი პრემიერა ფოთის თეატრში 02 12 19

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა მაყურებელს მორიგ პრემიერაზე უმასპინძლა. „ჯერ დაიხოცნენ და მერე იქორწინეს“ საპრემიერო ჩვენების ორივე დღემ სრული ანშლაგით ჩაიარა. გადავსებულ დარბაზში ბედნიერი და გახარებული მაყურებელი ოვაციას ვერ მალავდა და ვერც სიცილს იკავებდა. ფოთის თეატრმა კვლავ წარმატებით გაიარა ბეწვის ხიდზე, რადგან ყველა თაობის მაყურებლისთვის საყვარელი სპექტაკლი გააცოცხლა და აჩვენა ისე, რომ არ დაკარგა საკუთრი ინდივიდუალურობა, საკუთარი ხელწერა. აღსანიშნავია, რომ საპრემიერო ჩვენების მეორე დღეს სპექტაკლის რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი მსახიობის ამპლუაშიც წარსდგა მაყურებლის წინაშე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში “მშვიდობის კორპუსის” მოხალისე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა 29 11 2019

დღეს სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღის“ ოფისში მშვიდობის კორპუსის მოხალისე ბრან ბერინჯერი ფოთში მოქმედ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო სადაც სამომავლო გეგმებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ამერიკელი მოხალისე სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღის და სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრის, ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში 2წლის განმავლობაში დარჩება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 29 11 2019

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 30ნოემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15° ; ღამით: +10° +12°. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11 მ/წმ, სიჩქარით. 1დეკემბერს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი დრო გამოშვებით წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14° ; ღამით: +8° +10° იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრი თეატრალური პრემიის დურუჯის მფლობელი გახდა 29 11 2019

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი ყველაზე საპატიო თეატრალური პრემიის – ,,დურუჯის” მფლობელია; მან 2ნომინაციაში გაიმარჯვა ესენია საუკეთესო თანამედროვე პიესა და საუკეთესო ქალი მსახიობი. სპექტაკლი ,,მარინე რევია”,რომლის რეჟისორი ნიკოლოზ ჩიკვაიძეა. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ენდი ძიძავა ,,დურუჯის” გამარჯვებულია. ფოთის თეატრის სამხატვრო ხემძღვანელმა ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და თეატრის მიმართ მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 28 11 19

ამერიკის შეერთებულ შტატები 2020 წლისთვის ემზადება, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება ამერიკის პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ამერიკის მოსახლეობა შტატების პრეზიდენტს აირჩევს. წინასაარჩევნო კამპანია და დებატები უკვე დაწყებულია. კანდიდატები საარჩევნო პროგრამის გარდა ერთმანეთის სისუსტეებზეც საუბრობენ და ამ მხრივ ქალ კანდიდატებს განსაკუთრებით ესხმიან თავს. როგორია ქალი კანდიდატების როლი საარჩევნო რბოლაში და როგორ გადაწყვეტენ არჩევნების როლს ქალი ამომრჩევლები. ამის შესახებ ჩვენს სიუჟეტში მოგიყვებით. ამერიკაში მადლიერების დღეს ზეიმობენ. ეს დღე წელიწადში ერთხელ, ნოემბრის ბოლო ხუთშაბათს აღინიშნება. ტრადიციულად, მას მოსავლის აღების შემდეგ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად ზეიმობდნენ. მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, ამერიკაში ეს დიდი დღესასწაული და დასვენების დღეა. ტრადიციულად ამ დღეს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჰიდროგრაფიის სამსახურის დარბაზში კონფერენცია გაიმართა 28 11 19

ფოთში, ჰიდროგრაფიის დარბაზში კონფერენცია გაიმართა რომელიც ფოთის ეკოლოგიურ პრობლემებს მიეძღვნა. კერძოდ ეკოლოგიურ და ზღვის ნაპირგამაგრების თემებს. ასევე საუბარი შეეხო პალიასტომის ტბის ჰიდროლოგიური რეჟიმის დარეგულირების საკითხს. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ კონფერენია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერილია 28 11 19

“კურსორის” სტუმარია სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რომელმაც ფოთში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

თბილისში აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე დავით ხომერიკი გვესაუბრება 27 11 19

26 ნოემბერს , დილის 5 საათზე თბილისში პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ამ დროს ადგილზე იმყოფებოდნენ ფოთელი ოპოზიციონერებიც. რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ ფოთის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით ხომერიკი გვესაუბრება. შეგახსენებთ, რომ თბილისში აქციები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთიდან მატარებლები ახალი განრიგით იმოძრავებენ 27 11 19

ფოთი- თბილისის მატარებლის განრიგში ცვლილებები შედის, მატარებელი N873 ფოთიდან 9 საათის ნაცვლად 9-ის 25 წუთზე და თბილისშიც ადრინდელზე 50 წუთით ადრე, 2-ის ნახევარზე ჩავა. ამასთან დაკავშირებით ფოთის მგზავრთა სერვის ცენტრის უფროსს ლია სამუშიას გავესაუბრეთ. აღნიშნული ცვლილებები 8 დეკემბრიდან ამოქმედდება.

იხილე მეტი