სიახლე 

ხვალ გერმანიაში ჩემპიონატზე ორი ფოთელი ნიჩბოსანი იასპარეზებს 30 05 19

ხვალ, 31 მაისს, გერმანიაში ქალაქ დუისბურგში კანოეთი ნიჩბოსნობაში მსოფლიო თასის მე -2 ეტაპი გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში შესული ორი ფოთელი სპორტსმენი მურმან მალანია და გია გაბედავა იასპარეზებს. შეჯიბრი საქართველოს დროით 11:35 წუთზე დაიწყება. ჩემპიონატზე თვალის დევნება, ქვემოთ მითითებულ იუთუბ გვერდზე ონლაინ რეჟიმში იქნება შესაძლებბელი. https://www.youtube.com/watch?v=6PJFuW3lMjE&list=PLWpi79GxUJdZeoij3jetgxm9_JgmGPPy1https://canoesport.ru/sprint/2294-duisburg19.html

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ნიჩბოსანმა, საერთაშორისო რეგატაზე 2 ვერცხლი მოიპოვა 30 05 19

25-26 მაისს, სლოვაკეთში ნიჩბოსნობაში მსოფლიოს საერთაშორისო რეგატა გაიმართა, სადაც 14 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ფოთელი ნიჩბოსანი ლიდია სულაბერიძე, რომელმაც 500 და 1000 მეტრიან დისტანციაზე წარმატებით იასპარეზა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფოთელმა ნიჩბოსანმა, საქართველოს ნაკრებში ადგილი დაიმკვიდრა და მომავალი შეჯიბრებებისთვის აქტიურად ემზადება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თანამედროვე არგონავტები ტიმ სევერინის გზას გაივლიან 29 05 19

ფოთში, გამოჩენილი ინგლისელი მოგზაურის, მეცნიერისა და მწერლის ტიმ სევერინისა და “ახალი არგონავტების” საქართველოში მოგზაურობიდან 35 წლისთავის აღსანიშნავად ემზადებიან. ამ იდეის ინიციატორი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ომარ ნიშნიანიძე გახლავთ. მან თავის სტუდენტებთან ერთად ხომალდის აგება, როგორც ის ამბობს, ძველ ფაზისში, ორი თვის წინ დაიწყო. 14 მეტრიანი სიგრძის ხომალდი სახელწოდებით „არგო“, მალთაყვის უბანში, მდინარე კაპარჭინასა და პალიასტომის ტბის შესართავთან, 31 მაისს 5 საათზე საზეიმო ვითარებაში ჩაეშვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 29 05 19

არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში, 2018-2019 სასწავლო წლის დამამთავრებელი კონცერტი გაიმართა. ვოკალური განყოფილების მოსწავლეებმა, ალექსანდრე გუჯაბიძეს ხელმძღვანელობით კლასიკური ჟანრის სიმღერები წარმატებით შეასრულეს და პედაგოგების მოწონება დაიმსახურეს. ამჟამად, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელს 52 პედაგოგი და 400-მდე მოსწავლე ჰყავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მეთორმეტე მოწვევის სხდომა 29 05 19

საკრებულოს სხდომაზე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა. საკრებულოს წევრებმა, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილეს ყურადღება და არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე იმსჯელეს. სხდომის დასასრულს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა საკრებულოში, დარეჯან ცხვიტარიამ, ქალაქის ცენტრში მრავალწლოვანი ხეების მოჭრის ფაქტზე განცხადება გააკეთა. მისი მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულების მშენებლობის პროცესს, ასწლოვანი ევკალიპტის ხეები შეეწირა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხეების მოჭრა ზედამხედველობის სამსახურთან შეთანხმებით მოხდა და შესაბამის დოკუმენტებს მომდევნო სხდომაზე წარმოადგენენ.

იხილე მეტი
სიახლე 

პალიასტომის ტბაზე შიდაწვისძრავიანი ნავით გადაადგილება ისევ დაიშვება 28 05 19

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პალიასტომის ტბაზე თხევად საწვავზე მომუშავე შიდაწვის ძრავიანი ნავით სარგებლობის კიდევ ხუთი წლით გადავადებას დაუჭირა მხარი. მოქმედი კანონის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან პალიასტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში მხოლოდ ელქტროძრავიანი ნავებით გადაადგილებაა დაშვებული. როგორც ბუნებრივი რესურსების უფროსი სპეციალისტი გელა ინგოროყვა ამბობს, თუ პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა, ადგილობრივი მოსახლეობა პალიასტომის ტბაზე 2024 წლის იანვრის თვემდე შეძლებს შიდაწვის ძრავიანი ნავებით გადაადგილებას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დაიწყო 28 25 19

ფოთში, დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბონიფიკატორებმა, სადეზინფექციო სამუშაოები დღეს დაიწყეს, რაც ღია და დახურული სივრცეების დამუშავებას გულისხმობს. გარემოს შეწამლვა, ესპანური პრეპარატით ხორციელდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლის, თქმით შესაწამლი საშუალება ადამიანისათვის უსაფრთხოა, ხოლო კოღოს გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით მაქსიმალურად ეფექტურია. ბონიფიკატორთა 25 კაციანი 4 ჯგუფი ქალაქის ოთხ უბანზე მუშაობს. ერთ ბონიფიკატორს საშუალოდ 2000 მ2 ფართობის დამუშვება ევალება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე, ენტემოლოგთა ჯგუფმა, ქალაქის სანიაღვრე არხებში პაცილიისებრთა ოჯახის თევზი გამბუზია ჩაუშვეს, რომელიც კოღოს ჭუპრებით იკვებება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის საკლუბო ჩემპიონატის მესამე ტური ჩატარდა 27 05 19

25 მაისს, ჭადრაკში საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის დასავლეთ ზონის მე-3 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ფოთის საჭადრაკო კლუბი “ნანა” და ქუთაისის კლუბი „ქუთაისი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი 8 დაფაზე შვეიცარიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობდა. შეჯიბრი ორ მატჩად ჩატარდა, მონაწილეებმა ორივე ფერის ჭადრაკის ფიგურებით ითმაშეს. საკლუბო ჩემპიონატი სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობდა. პირველი ლიგის ტურნირი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სეზონის დასასრულს გამარჯვებულები ფინალურ შეხვედრას, თბილისში, დეკემბრის თვეში, საკლუბო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი მოსახლეობას შეხვდა 27 05 19

ფოთში, ნაბადის უბანში, ჭავჭავაძეს ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოებს ფოთის მერი, გოჩა კურდღელია მოადგილეებთან ერთად, გაეცნო და კორპუსის მაცხოვრებლებს შეხვდა. კორპუსების გადახურვის სამუშაოების პარალელურად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დათვალიერებისას, ფოთის მერთან, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი მივიდა, რომელმაც, საწარმოების მუშაობა გააპროტესტა. მისივე თქმით, ჰაერის დაბინძურებისა და ხმაურის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება შეუძლებელია. მათი მოთხოვნაა, დაწესდეს შესაბამისი რეგულაციები, ჯანმრთელობისთვის მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად, ან საწარმოდან მოშორებით, საცხოვრებელი სახლებით დააკმაყოფილონ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს 27 05 19

ფოთში, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართა. წარმოდგენილი იყო შემეცნებითი და გასართობი პავილიონები, საინფორმაციო სტენდები, იმ ქართველი ემიგრანტების შესახებ, რომლებმაც საქართველოს კულტურის და ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ასევე გამოფენილი იყო პროფესიული კოლეჯის სტუდენტების ნამუშევრები, ქალთა საზოგადოების მიერ შექმნილი ნაქარგები, ფოთელი მხატვრების ტილოები და სხვა ხელთნაკეთი ნივთები. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სკვერში საბავშვო შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა. სპეციალურად დამზადებულ თეატრალურ პავილიონში, სხვადასხვა თემატურ ეტიუდებს აჩვენებდნენ. ბავშვების განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო ტექნიკამ, ჯავშან მანქანებმა და საბრძოლო იარაღებმა მიიპყრო, რომელიც…

იხილე მეტი