სიახლე 

ფოთში თიბისი ბანკის წინ აქცია გაიმართა 30 05 19


„ შეწყდეს თიბისი ბანკის მიერ ქონების უკანონოდ მიტაცება“ – ამ ლოზუნგით დღეს ფოთში, თიბისი ბანკის შენობის წინ თეა კორტავას უფლებების დასაცავად მშვიდობიანი აქცია გაიმართა. საერთშორისო სამართლის კონსტიტუციური უფლებების დაცვის საზოგადოება, თეა კორტავას მხარდამჭერებთან ერთად, საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის შესაძლო გამოსახლებას აპროტესტებდა. როგორც თეა კორტავას უფლებების დამცველმა განაცხადა, საქმე სასამართლოში გაასაჩივრეს. პროცესი 6 ივნისს არის ჩანიშნული, თუმცა სასამართლო პროცესამდე, ბანკი სახლის აუქციონზე გატანას გეგმავს. შეკრებილები ბანკის წარმომადგენლებს მოუწოდებენ, სასამართლო დავის დასრულებამდე შეწყვიტონ ზემოთ აღნიშნული ქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციების პერმანენტულ ჩატარებას გეგმავენ. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, თიბისი ბანკში გაგვიმარტეს, რომ საქმესთან დაკავშირებით, ბანკის პოზიციას წერილობით უახლოეს პერიოდში შეგვატყობინებენ.

მსგავსი სტატიები