სიახლე 

ფოთის მერი ქალაქში მიმდინარე ინფრასტუქტურულ სამუშაოებს გაეცნო 13 02 19

ფოთში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა. როგორც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, ამ ეტაპზე გათვალისწინებული იყო, დასავლეთ ტრიბუნის, შიდა და გარე კომუნიკაციების, გასახდელების, საშხაპეების, სათავსოების მშენებლობა და ტრიბუნის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. მათი ინფორმაციით, საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ელიტა ბურჯი“ ახორციელებს . პროექტის ღირებულება 2 013 317,99 ლარს შეადგენს. სტადიონი 6 000 მაყურებელზეა გათვლილი. ფოთის მერი, გოჩა კურდღელია, ასევე გაეცნო მალთაყვის უბანში, სტიქიის შედეგად მრავლსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის აღდგენით სამუშაოებს. როგორც მათ განაცხადეს,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,კარტოფილის კერძების დღე” აღნიშნეს 12 02 19

„კარტოფილის კერძების დღე“, ასე ჰქვია ღონისძიებას, რომელიც მეექვსე კლასელებმა კარტოფილის კულტურას მიუძღვნეს. მოსწავლეებმა კარტოფილით მომზადებული სხვადასხვა ქართული თუ უცხოური კერძები წარმოადგინეს. მათ დამსწრე საზოგადოებას კერძების ისტორია და მომზადების წესი გააცნეს. ღონისძიება კულინარიული შეჯიბრით დასრულდა. დღის ბოლოს მოსწავლეებმა სახელდახელოდ მომზადებული კერძები, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად, სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცს. ღონისძიება ფოთის, მე-12 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, საქართველოს ისტორიის გაკვეთილის ფარგლებში გამართეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა მოჭადრაკებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს 12 02 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი დასრულდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა 8, 12 და 16 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, წარმატებით იასპარეზეს და 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. როგორც საჭადრაკო კლუბში აღნიშნეს, 16 წლამდე მოჭადრაკეთა ტურნირი ფიდეს რეიტინგით დაითვალეს. გამარჯვებულებმა, საქართველოს უმაღლესი ლიგის ტურნირის საგზური მოიპოვეს. საპრიზო ადგილის მფლობელები ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ და მერის მოადგილეებმა დააჯილდოვეს. ასევე, ოქროს მედლები მოიპოვეს ელენე წოწონავამ (16წ გოგონები), ანა სანიკიძემ (12წ გოგონები), 7-დან 7 ქულით გაგა გვასალიამ (8წ ჭაბუკები), მარიკა ბართაია (8წ გოგონები). ვერცხლის მედლების მფლობელები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, მეთევზეებმა ახალი რეგულაციები გააპროტესტეს 12 02 19

ფოთში, მეთევზეებმა სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები გააპროტესტეს. ისინი კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში შეიკრიბნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს. მათი განცხადებით, არსებული შეზღუდვების პირობებში, პალიასტომის ტბაზე თევზაობას ვერ ახერხებენ, ეს საქმიანობა კი უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. „ჩვენი გულისტკივილი ის არის, რომ აგვიკრძალეს პალიასტომის ტბის ნაპირთან მიახლოება. 500 მეტრი მოშორდითო გვითხრეს. მე მოხუცი კაცი ვარ, მინდა ნაპირთან ახლოს ვიყო, მეშინია ღრმაში შესვლა, როცა ქარია სად უნდა წავიდე. ასევე გვაწუხებს მეორე პრობლემა, ბადეები იკარგება, ძალიან ხშირად მიდის ქურდობა. უმრავლესობა თევზაობით ვარჩენთ ოჯახს, სხვა შემოსავალი არ გვაქვს“ – განაცხადა მეთევზე დევიზ ესართიამ.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, შოტოკანსა და კონტაქტურ კარატეში ღია ტურნირი ჩატარდა 11 02 19

ფოთში, შოტოკანსა და კონტაქტურ კარატეში გოგონათა და ვაჟთა შორის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. სადაც 6 დან 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. ტატამზე ფოთელებმა აჭარის, გურიის, სენაკისა და ჩხოროწყუს სპორტსმენებთან ერთად იასპარეზეს. 50-მდე კარატისტს შორის ფოთელებმა, ერთი პირველი და სამი მეორე ადგილი მოიპოვეს. გამარჯვებულები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.

იხილე მეტი

,,კურსორი” ს სტუმარია ზურაბ სარსანიას სახელობის, კლუბ ლიდერის მენეჯერი, ნიკოლოზ იზორია. 11 02 19

,,კურსორი” ს სტუმარია ზურაბ სარსანიას სახელობის, კლუბ ლიდერის მენეჯერი, ნიკოლოზ იზორია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მოსწავლეები ცნობილ ექიმს ზაზა გუნცაძეს შეხვდნენ 11 02 19

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში, თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის მოწვევით, ექიმ-ფსიქიატრთან, ნარკოლოგთან და ექსპერტთან, ზაზა გუნცაძესთან შეხვედრა გაიმართა. მან მოსწავლეებთან ფსიქიკური აშლილობის გავრცელებულ ფორმებზე და ამ პრობლემების გადალახვის მეთოდებზე ისაუბრა. ის ასევე ბულინგს, ოჯახურ ძალადობას, ორიენტაციას და ტატუირების თემას შეეხო. შეხვედრა თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის პედაგოგების ქეთევან ჯაკობიას და ანჟელა ნადირაშვილი-გოგიას ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საცურაო აუზისა და სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს 11 02 19

რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს ფოთის მერი გოჩა კურდღელია, პირველ მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად გაეცნო. როგორც, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, ობიექტზე ფუნდამენტის ჩასხმა და მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდა. კომპანია, პროექტის შესაბამისად, შემდგომი სამშენებლო პროცესის დასაწყებად ემზადება. მშენებლობას ესპანური კომპანია „Cobra Instalaciones servicios, S.A. branch Georgia “ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. პროექტი ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას უშუალო ჩართულობით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

მათემატიკის ოლიმპიადაში ფოთელი მოსწავლეები დააჯილდოვეს 11 02 19

ფოთში მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-19 სეზონის დაჯილდოვება გაიმართა. მეხუთე საჯარო სკოლაში, ქალაქის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. მათ დიპლომები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები, ასევე ფასიანი საჩუქრები გადასცეს. როგორც „ევერესტი“-ის წარმომადგენელი ამბობს, ყურადღების მიღმა არც მასწავლებლებს ტოვებენ. ყოველ სეზონზე ოლიმპიადა გამარჯვებული მოსწავლეების პედაგოგებს აჯილდოვებს. მათი თქმით, საქართველოში ამჟამად „ევერესტი“ ყველაზე დიდი მათემატიკური ოლიმპიადაა. მასში ყოველწლიურად საჯარო და კერძო სკოლების 30 000 მოსწავლე მონაწილეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წითელას და გრიპის ვირუსის კლება დაფიქსირდა 11 02 19

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში წითელას 12 და გრიპის ვირუსის 41 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა და უკვე ჰოსპიტალიზირებულები არიან.

იხილე მეტი