სიახლე 

“მეცხრე ტალღის” ეთერში ახალი გადაცემა გავა 22 01 19

„სტუმრად არტ გალერეა 34-ში“, ასე ქვია გადაცემას, რომელიც „მეცხრე ტალღის“ ეთერში ყოველ ოთხშაბათს 20:00 საათზე გავა. ის, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღისა“ და „არტ გალერეა 34“-ის ერთობლივი პროექტია. გადაცემის წამყვანი, ია როგავა, მოწვეულ სტუმრებთნ ერთად საინტერესო თოქ-შოუს გვპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი”-ს სტუმარი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ზიზი გაგუა 21 01 19

„კურსორის“ სტუმარი, ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგი, ზიზი გაგუა, გრიპისადა წითელას ვირუსთან დაკავშირებით, ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 21 01 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სმსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 24 იანვარის ჩათვლით უმეტესად მოღრუბლული ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა + 11 °, ხოლო მინიმალური +4° დაფიქსირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში წითელას 9 შემთხვევა დაფიქსირდა 21 01 19

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ფოთში წითელას ვირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ნინო ლეფსაიას განცხადებით, პაციენტები მკურნალობას სახლის პირობებში გადიან. მათ შორის ერთ-ერთი მოზარდია, დანარჩენების ასაკი კი 30-დან 59 წლამდეა. წითელას ვაქცინაციის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს ქალაქის კლინიკებში უფასოდ შეუძლია. რაც შეეხება გრიპის ვირუსს, ფოთის ჯანდაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ამბულატორიულმა მომართვიანობამ საგრძნობლად იკლო. ამჯერად გრიპის მაგვარი დაავადებით ფოთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში სტაციონალურ მკურნალობას 11 პაციენტი გადის. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ცნობისათვის, წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსების…

იხილე მეტი
სიახლე 

,,კურსორი”-ს სტუმარი გიორგი ფარეშიშვილი 18 01 19

“კურსორის” სტუმარი, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. 3 წლიანი პროექტი ფოთისა და აბაშის მინიციპალიტეტში თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტი 345 ათას ევროს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

სპექტაკლი “ფიროსმანი” ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში 18 01 19

„ფიროსმანი“, ასე ქვია თოჯინურ სპექტაკლს, რომელიც ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა, ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში დღეს მაყურებელის წინაშე წარადგინა. თოჯინების სპექტაქლი აქციის ფარგლებში ,,თეატრი მოდის თქვეთან” ჩატარდა. სპექტაკლის რეჟისორია ელენე მაცხონაშვილი; თოჯინების მხატვარი – ვახო ქორიძე, ხოლო სცენოგრაფი – გურამ მაცხონაშვილი. სპექტაკლში მსახიობები, ანა ანდღულაძე, ირაკლი კვერღელიძე, ალიკა ცეკვაშვილი და ნიკა კვარაცხელია მონაწილეობენ. თოჯინური სპექტაკლი მოზარდი და უფროსი თაობის მაყურებლებისთვისაა გათვლილი.ის ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის თავს მიეძღვნა. როგორც თეატრის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, აქციის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ორგანიზაციებში სპექტაკლის გამართვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 18 01 19

დღეს, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილმა, საკრებულოს წევრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთნ და სამოქალაქო სექტორთან შეხვედრისას, პროექტის ამოცანებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროექტის შექმნის წინაპირობა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა გახდა. 3 წლიანი პროექტი ფოთისა და აბაშის მინიციპალიტეტში თვითმმართველობის მუშაობის გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტი 345 ათას ევროს მიიღებს. გიორგი ფარეშიშვილის თქმით, პროექტი ასევე ითვალიწინებს ქვე გრანტების გაცემას.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის ბაზარში 18 01 19

ხმაური იყო დღეს ფოთის აგრარულ ბაზარში. როგორც შ.პ.ს „კოლხა 97“-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის პროდუქტების განყოფილების დახურვა მოითხოვა, რადგან ის საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. ცნობისათვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ ფოთის აგრარულ ბაზარში, ხორცისა და რძის ნაწარმის, ასევე განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტების ინსპექტირება, შემოწმება განახორციელა. შედეგად შ.პ.ს „კოლხა 97“ ათასი ლარით დაჯარიმდა.„კოლხა 97“ -ის მეპატრონეების თქმით, მათთვის წინასწარ არ უცნობებიათ, რომ ჯარიმის გადახდამდე ბაზარი უნდა დაეკეტილიყო.

იხილე მეტი
სიახლე 

ნარჩენების მართვის პროექტის განხილვა 17 01 19

2019 წლის 16-17 იანვარს, საკონსულტაციო შეხვედრა, სპეციფიკური ნარჩენების მართვაში ჩართული კერძო კომპანიების, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, დონორების და სამოქალაქო სექტორის 150-ზე მეტ წარმომადგენელთან გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას, დაქვემდებარებული სპეციფიკური ნარჩენების მართვის, ტექნიკური რეგლამენტების პროექტების წარდგენას და განხილვას. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებმა, ხაზი გაუსვეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების მნიშვნელობას, სპეციფიკური ნარჩენების ეფექტურ მართვაში. თითოელი საკითხის გარშემო გაიმართა დისკუსია, გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები. ზემოაღნიშნული შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ახალგაზრდული საბჭო ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსებს ხსნის 17 01 19

ფოთის ახალგაზრდული საბჭო, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, მორიგი აქტივობისთვის ემზადება. ორგანიზაცია, ინგლისური ცოდნის გასაღრმავებლად, უფასო სამთვიანი კურსებისთვის 14-დან 30 წლამდე მსურველთა რეგიტრაციას იწყებს. სწავლება კი 3 თებერვლიდან დაიწყება. კურსანტები, ინგლისურად მეტყველების დასახვეწად და სმენის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, სწავლების პროცესში გაეცნობიან, ინგლისელი კლასიკოსების ნაწარმოებებს. პროგრამაში შედის ინგლისურ ენაზე ფილმების ჩვენებაა, ასევე შეცდომების გასწორება, რომელსაც უცხოელები ინგლისური ენის შესწავლისას უშვებენ. ფოთის ახლაგაზრდული საბჭო შვედეთის ქალაქ ოსტამარის წარმომადგენლების მხარდამჭერით დაარსდა. ქალაქთან აქტიური თანამშრომლობით კი, ოცამდე ღონისძიება და პროექტი განახორციელეს. ორწლიანი პაუზის შემდეგ, ორგანიზაცია ახალი გუნდის ჩამოყალიბების პროცესშია.

იხილე მეტი