სიახლე 

ფოთის მერიაში მდინარეში ჩავარდნილი მოზარდის ახლობლები შეიკრიბნენ 31 01 19


ფოთის მერიასთან პროტესტის ნიშნად, მდინარე რიონში ჩავარდნილი მოზარდის კლასელები და მეგობრები შეიკრიბნენ. როგორც ისინი ამტკიცებენ, მათთვის გახდა ცნობილი, რომ სამძებრო ოპერაცია 72 საათის გასვლის შემდეგ, ანუ ხვალ 5 საათამდე შეწყდება. ბავშვებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს დახმარება თხოვეს.მათ მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი გაესაუბრა . მისი განცხადებით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. „ძალიან დიდი უბედურება მოხდა ჩვენს ქალაქში და ყველანი სამწუხარო მოლოდინში ვართ. სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა ახალგაზრდებში,თითქოს ვინმე აპირებდა სამძებრო სამუშაოების შეწყვეტას, რაც ნამდვილად შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დავადასტურო, შესაბამის სამსახურებთან გადამოწმების შედეგად, რომ არავინ არაპირებს სამუშაოების შეწყვეტას, პირიქით დამატებით ძალებია გამოძახებული დედაქალაქიდან, მყვინთავების დამატებითი შემადგენლობა, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს მოზარდის პოვნა“_ აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილმა. შეგახსენებთ, რომ სამი დღის წინ მდინარეში გადავარდნილ მეათე კლასელ ბიჭს მაშველები დღემდე უშედეგოდ ეძებენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ის აღმაშენებლის ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.

მსგავსი სტატიები