სიახლე 

ფოთის სახელოვნებო სასწავლებელში კონცერტი გაიმართა 28 12 18

არჩილ ხორავას სახელობის სახერლოვნებო სასწავლებელში, ფოლკლორული ანსამბლის „პირიმზის“ დასკვნითი კონცერტი ჩატარდა. ბავშვებმა ქართული ტრადიციული სიმღერები და კომპოზიციები შეასრულეს. ანსამბლი გია გურგენიძის ხელმძღვანელობით 25 წელია ფუნქციონირებს, ამჯერად იქ მუსიკალურ ხელოვნებას 50-მდე ბავშვი ეუფლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომა 28 12 18

საკრებულოს 25-ე რიგგარეშე სხდომაზე ერთი საკითხი იქნა განხილული, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტში შემოსულობებში ცვლილებების შეტანას ეხებოდა. კერძოდ, ქალაქის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, ტრანსფერის სახით გამოყოფილი, მილიონ 107 ათას 200 ლარი ვერ იქნა ათვისებული, ამდენად თანხა უკან დაბრუნდა. ოპოზიციის განცხადებით მმართველი გუნდი დაკისრებულ მოვალეობას თავს ვერ ართმევს და შესაბამისად ცენტრალური ხელისუფლება მათ არ ენდობა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თანადგომის სახლში წინა საახალწლო განწყობაა 28 12 18

დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრში წინა საახალწლო ზეიმი გაიმართა. თანადგომის სახლში საახალწლო ნაძვის ხის გახსნის ცერემონია მოეწყო. სახელოვნებო ცენტრის მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები შეასრულეს, რის შემდეგაც ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა თანადგომის სახლში მყოფ, 250 შეჭირვებულს, საჩუქრები და საახალწლო ნუგბარი გადასცეს. გიორგი ფარეშიშვილმა ბენეფიციარებს დღესასწაული მიულოცა. მისივე თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, როგორც გიორგობის დღე, დღევანდელი დღეც განსაკუთრებულად გამორჩეული ყოფილიყო იმ ხალხისთვის, რომლებიც თანადგომის სახლის ხშირი სტუმრები არიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფონდი “ქველმოქმედი 2015” და პარტნიორი კომპანიები სოციალურად დაუცველებს დაეხმარნენ 28 12 18

დღეს, სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ შენობის წინ საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ფონდი“ ქველმოქმედი-2015-ის“, „ტაჰალ გრუპ-ისა“ და სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლებმა წინა საახალწლოდ, ოცდაათ სოციალურად დაუცველ ოჯახს სურსათ-სანოვაგე და თბილი ტანსამოსი გადასცეს. მათგან 25 ოჯახს ადგლზე მისცეს პროდუქტი, ხოლო 5თ მწოლიარე ბენეფიციარს სურსათი სახლში მიუტანეს. როგორც საქველმოქმედო აქციის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, მათი მიზანი იყო, უკიდურეს სიდუხჭირეში მყოფ ოჯახებს დახმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დაარსებიდან, „ფონდი ქველმოქმედი 2015“-მა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში 24 ავადმყოფს და 700 სოციალურად დაუცველ ოჯახს გაუწია თანადგომა.

იხილე მეტი
სიახლე 

მორიგი კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 27 12 18

ახალი საქართველოს უნივერსიტეტში, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის, რიგით მერვე კონფერენცია გაიმართა. მოხსენება წაიკითხეს თემაზე: „წმ. გრიგოლ ნაზიანზელი – ბიზანტიური საღვთისმეტყველო ფილოსოფიის ფუძემდებელი“. ქრისტიანული ფილოსოფიის სამაგისტრო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა, სექცია _ „ადრექრისტიანული ფილოსოფიის კლასიკოსები“-ს ფარგლებში, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის ქრისტიანული მოძღვრება, ფილოსოფიური და თეოლოგიური კუთხით განიხილეს. როგორც გიორგი ხუროშვილმა აღნიშნა, 2018 სასწავლო წელი უნივერსიტეტისათვის ნაყოფიანი იყო, აქ 35 სამეცნიერო შეხვედრა ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

“მის შარმი 2018” ფოთელი მარეხი ახალაძე გახდა 27 12 18

„მის საქართველო 2018“-ის კონკურსში 19 წლის ფოთელი მარეხი ახალაძე, „მის შარმის“ ტიტულის მფლობელი გახდა, ასევე ის ნომინაცია „მის ინტერნეტის“ გამარჯვებულად გამოცხადდა. მარეხი ახალაძემ სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკიდან დაიწყო,მან 2013 წელს Elite Model look Georgia-ს კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საუკეთესო ოცეულში მოხვდა. მარეხი ფოთის მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია, ამჯერად კავკასიის უნივერსიტეტის, სოციოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსზე სწავლობს. როგორც ის ამბობს, ცდილობს უმაღლესი განათლება და სამოდელო კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებისთვის ღონისძიება გაიმართა 27 12 18

დღეს, საბიბლიოთეკო გაერთიანების ინიციატივით, ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ფოთის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებს მიეძღვნათ. მათთვის ზეიმი, მე-11 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს. პატარები, ქართული ხალხური ცეკვებით, ეტიუდებითა და ლექსებით წარსდგნენ მაყურებლის წინაშე. ასევე თავიანთი ხელით შექმნილი საახალწლწლო ნაძვის ხეები წარმოადგინეს. ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებმა კი ზეიმი საქართველოს პატრიარქის ლექსით „ყველაფერი კარგად იქნება“ დაასრულეს. მათი ნატვრაა, 2019 წლის შემობრძანებას, ყველა პატარა, თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს. დასასრულს საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორმა, ნუნუ ჭელიძემ, როგორც თვად აღნიშნა, „თოვლის ბებიას“ როლი მოირგო და საახალწლო საჩუქრები გადასცა მონაწილეებს.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო კონცერტი ფოთის ფოლკლორულ ცენტრში 26 12 18

ფოლკლორის ცენტრის დარბაზში , საახალწლო საბავშვო კონცერტი გაიმართა. მაყურებლის წინაშე  სახელოვნებო ცენტრთან, ასევე  არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებელთან არსებული საესტრადო სტუდიები და ანსამბლები გამოვიდნენ.  როგორც სახელოვნებო ცენტრის დირექტორის  მოადგილემ,მაიკო ტიკარაძემ განაცხადა, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  საახალწლო დღეები თანაქალაქელებისთვის დაუვიწყარი გახდეს. აღნიშნული ღონისძიება სახელოვნებო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.ქალაქში საახალწლო ღონისძიებები ოფიციალურად  25 დეკემბერს გაიხსნა  და 20 იანვრამდე  გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო ღონისძიება ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში 26 12 18

მე-5 საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სხვადასხვა ასკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა საახალწლო წარმოდგენა, სახელწდებით „ლურჯი ფრინველი“ ითამაშეს. სპექტაკლი  მუსიკალური ნომრებით იყო გაფორმებული. ბავშვები ამ ღონისძებისთვის დაახლოებით ერთი თვე ემზადებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, საჭადრაკო ფესტივალი-2018 მიმდინარეობს 27 12 18

ფოთში, „საახალწლო საჭადრაკო ფესტივალი- 2018”  მიმდინარეობს, რომელშიც 100-მდე ფოთელი მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას.ფესტივალის ფარგლებში ერთმანეთს  დამწყები მოჭადრაკეები უპირისპირდებიან,  ასევე ტარდება  ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში.ფესტივალი 23 დეკემბერს დაიწყო და 28 დეკემბერს დასრუდება.  ტურნირის გამარჯვებულების, ასევე წლის საუკეთესო მოჭადრაკეების დაჯილდოების ცერემონია 29 დეკემბერს გაიმართება.

იხილე მეტი