საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ფოთის ეპარქიას სტუმრობდა
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ფოთის საეპარქიო სახლში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი – ბატონი ალან პერსელი თანმხლებ პირებთან ერთად მიიღო.შეხვედრამ გულთბილ გარემოში ჩაიარა. შეხვედრის დასასრულს მეუფე გრიგოლმა დალოცა საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები, მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისთვის და წარმატება უსურვა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცებაში.

