დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე აკრძალული იქნება შესვლა სხვადასხვა ობიექტებში როგორებიცაა: რესტორნებისა და ბარების ღია და დახურულ სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, გასართობი ცენტრები, სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები და სასტუმროები.როგორც ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ: რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. იმისათვის,რომ მოქალაქეს ქონდეს ე.წ. ,,მწვანე პასპორტი’’ აუცილებელია : იყოს სრულად ვაქცინირებული, გადატანილი ქონდეს კორონავირუსი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი. აღსანიშნავია,რომ ,,მწვანე პასპორტი’’-ს გამოყენების საჭიროება არ იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მარკეტებში.
იხილე მეტი